Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში გარდაცვლილი 22 წლის ახალგაზრდის დაკრძალვას ვერ ახერხებენ

თარიღი : 2-12-2016, 00:02 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ლესელიძის ქუჩაზე გარდაცვლილი 22 წლის მამაკაცის დაკრძალვას ვერ ახერხებენ. როგორც ქუჩის ერთ–ერთი მოსახლე საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მიცვალებულს არავინ ჰყავს, რის გამოც ლესელიძის ქუჩაზე მაცხოვრებლებმა ქალაქის მერიას გარდაცვლილი ნოდარ მამულაშვილის დასაკრძალად დახმარება სთხოვეს.

როგორც ზაზა ბანძელაძე Topnews.com.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა იოსებ ჩიჯავაძემ დახმარებაზე უარი თქვა.

„ჩვენ ვიცოდით, რომ ქალაქის მერიას უპატრონო მიცვალებულების დასაკრძალად და ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის თანხა აქვს გამოყოფილი. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გადავწყვიტეთ, რომ მიცვალებული მართლმადიდებლური წესით დავკრძალოთ, მერიისგან ვითხოვთ გამოგვიყოს სასაფლაოს ადგილი, მიწა, სადაც ნოდარს დავასაფლავებთ, დანარჩენ ხარჯებს საკუთარ თავზე ვიღებთ,“–აცხადებს ბანძელაძე.

მისივე განმარტებით, ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი იოსებ ჩიჯავაძე დახმარებაზე თანხმობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აცხადებდა, თუ კი გარდაცვლილის უპატრონობის ამბავს პოლიცია დაუდასტურებდა.

"პოლიციელის მხრიდან განხორციელებული ზარის შემდეგ კი, რომელაც დაადასტურა, რომ პროზექტურაში გადასვენებული მამულაშვილი ნამდვილად იმ ადგილზე გარდაიცვალა, რომელიც ლესელიძის ქუჩაზე მაცხოვრებლებმა მიუთითეს, მაშინ ჩიჯავაძემ განაცხადა, რომ გარდაცვლილი მამულაშვილის დაკრძალვა მისი საქმე არ იყო,"-აცხადებს ბანძელაძე.

Topnews.com.ge-ს ადგილობრივ ხელისუფლებაში განუცხადეს, რომ მერია გარდაცვლილის დაკრძალვისთვის გარკვეულ ხარჯებს გაიღებს. მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის, ვლადიმერ ნაკაშიძის თქმით, გარდაცვალების ცნობის საფუძველზე, მერია 300-ლარიან დახმარებას გასცემს.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ბიუჯეტში არსებობს სარიტუალო დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მერია პატრონის გარეშე დარჩენილი მიცვალებულების დაკრძალვის ხარჯებს ანაზღაურებს. მიმდინარე წლის ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამის ფონდი 70 000 ლარს შეადგენს.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 14323-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ეს იქნება სასახლე და სარიტუალო მანქანით სასაფლაომდე მიყვანა.
ოჯახის წევრები გარდაცვლილი პატიმრის დაკრძალვას სუბარის ჩასვლამდე არ აპირებენ. გარდაცვლილის ბიცოლის თეონა ძველაიაას განცხადებით
მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე ამბობს, რომ ქუთაისის მერიას აქვს პროგრამა, რომელიც
დაღუპულის ახლობლები გარდაცვლილი 20 წლის ნანა გიგლემიანის დაკრძალვას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე არ დააკავებენ პირს, რომელიც მას
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში გარდაცვლილი 22 წლის დემურ სტურუას დედა, ნონა ჯოჯუა დახმარებას ითხოვს.
წყლის ჭავლმა რამდენიმე წუთით თამაში შეაჩერა.

ამინდი