ვანში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ცენტრალურმა ხელისუფლებამ 7 მილიონამდე ლარი გამოყო
თარიღი : 1-12-2016, 19:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ზაზა ხურციძესთან ერთად დასრულებული და მიმდინარე პროექტები დაათვალიერა.
როგორც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "მუნიციპალიტეტში რამდენიმე მცირე და საშუალო ზომის ხიდისა და მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა, ამ ეტაპზე კი მოცულობით დიდი ხიდების მშენებლობის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. წლის ბოლოს კი ყველა პროექტი იქნება დასრულებული.
ხიდები და ნაპირსამაგრები ივლისის თვეში სტიქიის დროს დაზიანდა. ცენტრალურმა ხელისუფლებამ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 7 მილიონამდე ლარი გამოყო, რის შედეგადაც 24 ერთეული ხიდის, საავტომობილო გზებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების აღდგენა მოხერხდა".