ქუთაისის მერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში ჩაერთო
თარიღი : 1-12-2016, 16:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციაში ქუთაისის მერი შოთა მურღულია ჩაერთო. მერთან ერთად აქციაში მონაწილეობა თანამშრომლებმაც მიიღეს. საერთაშორისო კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს დასრულდება.