Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'არა ძალადობას,'- ვანში ოჯახური ძალადობის თემაზე კონფერენცია გაიმართა

თარიღი : 1-12-2016, 13:25 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დარბაზში ოჯახური ძალადობის თემაზე კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ორგანიზება გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა გაუწია.

კამპანია „არა ძალადობას“ ფარგლებში გამართულ კონფერენციაში ვანის N1, ვანის N2, სალხინოს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციაზე ასევე მოწვეულები იყვნენ პედაგოგები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მონაწილეებმა ფართოდ გააშუქეს „ოჯახური ძალადობის გამომწვევი მიზეზები და მისი მავნე შედეგები. კონფერენცია დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც მოსწავლეებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც მოსწავლეები ასევე მოწვეული პედაგოგებიც და სამსახურის წარმომადგენლები. პრობლემა სხვადასხვა ასპექტში იქნა განხილული, ხაზი გაესვა აგრეთვე კანონმდებლობის დახვეწის აუცილებლობას და ზოგადად ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით სხვადასხვა უწყებების თუ ორგანიზაციების და დაწესებულებების მხრიდან ერთობლივ ძალისხმევის მიმართვას.
http://www.picz.ge/img/s4/1612/1/d/d72f104f6d80.jpg
კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მსგავსი აქტივობა ყოველ წლიურად იმართება, რაც "ოჯახური ძალადობის" , როგორც მწვავე პრობლემის აღმოფხვრაში მოზარდების ჩართულობის გაზრდას და მათი ინფორმირებულობის ამაღლებას უწყობს ხელს.

დასასრულს აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს სპეციალური სიგელები და ვანის გერბის გამოსახულების მქონე სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
NS


ნანახია: 1699-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნარკომანიის და შიდსის თემაზე, როგორც ნეგატიურ, გლობალურ და აქტუალურ პრობლემაზე ვიდეორგოლები გადაიღეს,
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. სპორტული მარათონი ძალზედ საინტერესო და
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა შემოქმედებითად აქტიურმა ახალგაზრდებმა, ასევე ქუთაისში არსებულმა საქველმოქმედო
შეჯიბრებაში 24 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
სადაც ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 6 გუნდი ეჯიბრებოდა ერთმანეთს.
ღონისძიებას ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ამინდი