Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ შეცვლის ქუთაისის საკრებულოს აპარატის უფროსს?

თარიღი : 28-11-2013, 22:04 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულო აპარატის უფროსის თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს.
როგორც დასაქმების სააგენტოზეა აღნიშნული, თანამდებობაზე დანიშვნის მსურველებმა კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადება 12 დეკემბრამდე უნდა წარადგინოს.
კონკურსში მონაწილე პირებს კი დასაქმების სააგენტოზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ქართულის და კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა, ასევე 5-წლიანი გამოცდილება მოეთხოვება.
"ქალაქის საკრებულოს აპარატის უფროსი, ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს საკრებულოს აპარატის მუშაობას, შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას, აკონტროლებს საკრებულოს აპარატში მომუშავეთა მიერ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და შინაგანაწესის მოთხოვნათა დაცვას, ამზადებს წინადადებებს საკრებულოს მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ, პასუხისმგებელია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე", - აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ქალაქის საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობისა, კონკურსი აპარატის სამდივნო სამსახურის მთავარ სპეციალისტებზეცაა გამოცხადებული.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ქუთაისის საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობა ვანო ჟორჟოლიანს უკავია.

ვინ შეცვლის ქუთაისის საკრებულოს აპარატის უფროსს?


ნანახია: 2327-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, გუბერნიაში დასაქმების მსურველებმა hr.gov.ge-ზე განაცხადები 18 დეკემბრამდე უნდა განათავსონ.
აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი გუბერნიაში სამჯერ ჩაიშალა.
იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილის თქმით, ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი მეოთხედ მარტის თვეში გამოცხადდება.
2010 წლის 21 ივლისის დადგენილება, რომელიც ამ საკითხს არეგულირებდა, საკრებულომ დღეს გააუქმა
აღნიშნულ კვლევას ამჯერად ტყიბულის მუნიციპალიტეტი გამოეხმაურა.
კვლევაში ნათქვამია, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურება ხარჯების 27,7-%-ს შეადგენს.

ამინდი