10 დეკემბრამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
თარიღი : 1-12-2016, 12:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

10 დეკემბრამდე საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, - ამის შესახებ ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 1, 2 და 3 დეკემბერს მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ხოლო 2 დეკემბრიდან ძლიერი ქარი. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, ღამით მოსალოდნელია დასავლეთ საქართველოს დაბლობში 2-7 გრადუსი და დღისით 3-8 გრადუსი.
”10 დეკემბრამდე შედარებით ცივი ამინდი იქნება, დროგამოშვებით გამოიდარებს, თუმცა უმეტესად ნალექია ნავარაუდევი”, - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.