Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ლარის გაუფასურებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

თარიღი : 1-12-2016, 12:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.68 ლარს მიაღწია. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვთ განთავსებული, თუმცა მონაცემები დღის განმავლობაში საკმაოდ სწრაფად იცვლება.

ამ დროის მდგომარეობით, დოლარის ყიდვის ყველაზე ძვირი ფასი ფიქსირდება „ხალიკ ბანკში“, სადაც 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.68 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.52 ლარს მიიღებს.

"საქართველოს ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.655 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.575 ლარად.
„თიბისი ბანკში“ მომხმარებელს ერთ დოლარის შეძენა 2.6540 ლარად შეუძლია, გაყიდვა - 2.5760 ლარად.

„ლიბერთი ბანკის“ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.6500 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.5500 ლარად.

„ბანკ ქართუში“ 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6450 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი ლარს 2.5550 მიიღებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. კერძოდ, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5352 ლარია.


ნანახია: 1528-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბოლო კვირის განმავლობაში 0.02 ნიშნულით მოიმატა, რაც იმას ნიშნავს,რომ 1 აშშ დოლარის შეძენა ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 2.71 ლარად
აღდგომის დღესასწაულს მოსახლეობა ტრადიციული სუფრით ხვდება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით თითქმის ოთხი თეთრით გაუფასურდა.

ამინდი