Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორმა ზესტაფონში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

თარიღი : 30-11-2016, 21:32 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ერთად, მონიტორინგის ფარგლებში ზესტაფონში მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს. როგორც სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ ეტაპზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ბარნოვის, ღამბაშიძისა და რამდენიმე შიდასაუბნო ქუჩებზე. 2016 წელს მუნიციპალიტეტში 20-ზე მეტი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც 3 მილიონ ლარზე მეტი თანხა დაიხარჯა.

დღესვე, მონიტორინგის ფარგლებში ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხრაწყაროში აშენებული საბავშვო ბაღის შენობაც დაათვალიერეს, რომელიც 50 აღსაზრდელზეა გათვლილი და რეგიონული განვითარების ფონდიდან 319 352 ლარით დაფინანსდა. ბოლო პერიოდში მუნიციპალიტეტში 6 სკოლამდელი დაწესებულება აშენდა.
http://www.picz.ge/img/s3/1611/30/b/bf0d29369d33.jpg
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის შემდეგ იმერეთის გუბერნატორის ხელმძღვანელობით საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც გუბერნატორის მოადგილეები, გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები დაესწრნენ. სხდომაზე იმერეთის მხარეში შემავალ მუნიციპალიტეტებში 2017 წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა მოეწყო.


ნანახია: 1709-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ და ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა მხარის
იმერეთის გუბერნატორმა საჩხერის სოფლებში აშენებული 3 ახალი საბავშვო ბაღი გახსნა და აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
2015 წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან მხარის 12 – ვე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა.
თერჯოლაში 16 პროექტი უკვე დასრულებულია, ხოლო 7 მათგანზე სამუშაოები ხორციელდება.
დღესვე, თერჯოლის მუნიციპალიტეტში გასვლითი რეგიონული თათბირი გაიმართა.
სამუშაოები იმერეთის გუბერნატორმა და რეგიონის პირველმა პირებმა დაათვალიერეს.

ამინდი