Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

' ბატონო დავით, დღევანდელი არშემდარი მორიგი საკრებულოს სხდომის გამო პირიქით, თქვენ ხომ არ 'გადახედავდით' თქვენი იურისტის დიპლომს?'

თარიღი : 30-11-2016, 15:35 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ნატო ქათამაძე საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით დვალს ღია წერილით მიმართავს. წერილში ქათამაძე საკრებულოს თავმჯდომარისგან კითხვაზე: რატომ არ ჩატარდა დღეს, თვის ბოლო ოთხშაბათს საკრებულოს სხდომა, პასუხს ითხოვს. წერილში დეპუტატი დავით დვალის იმ განცხადებასაც პასუხობს, რომლის თანახმად, დვალმა ქათამაძეს იურისტის დიპლომის დახევა ურჩია.

"ბატონო დავით, დღეს 2016 წლის 30 ნოემბერია, ოთხშაბათი დღე, როდესაც თვითმმართველი ქალაქის ქუთაისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 47-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად ახლა, ამ წუთებში საკრებულოს სხდომა უნდა მიმდინარეობდეს, „საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც, როგორც წესი ყოველი თვის ბოლო ოთხშაბათს“.

როდესაც აპარატში მოვიკითხე, მითხრეს, რომ თურმე სხდომა არ ჩატარდება იმის გამო, რომ თქვენ განგიცხადებიათ, „საკითხები, რომელიც შემოვიდა, აღმასრულებლიდან, ყველა განხილული იქნა რიგგარეშე სხდომებზე და მორიგი სხდომის ჩატარების აუცილებლობა აღარ არსებობს“ (?!) არადა, ამავე რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს და მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებას“ მაშინ როდესაც, 21 ნოემბრის, საკრებულოს სხდომაზე განსახილვევლი საკითხები, სულაც არ იყო ასეთი „აუცილებლობით“ გამოწვეული. რომ არ გაჩნდეს კითხვები ამ საკითხზე, გაგახსენებთ 21 ნოემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგს:

1. „ქ.ქუთაისში მესამე პირისათვის პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საჯარიმო სადგომზე გადაყვანისა და დგომისათვის საფასურის ზედა ზღვარის დადგენის შესახებ“ ქ. ქუთაისის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის N79 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
2. „ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გადასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქ. ქუთაისის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის N115 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

3. „ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გადასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. ქუთაისის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლი N116 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

4. ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზურფრუტის ფორმით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სპეციალური სერვისებისთვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქ.ქუთაისის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;

5. ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით /სასყიდლით, პირობით/ იჯარის ფორმით შპს „მულტიპროფილური გოსპიტალი მედიქალ-სიტი და ინფექციურ დაავადებათა მართვის ცენტრისათვის“ სარგებლობში გადაცემის თაობაზე. ქ.ქუთაისის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;

ბატონო დავით, კითხვა მაქვს, ამ საკითხებიდან, რა „აუცილებელი საჭიროება“ იყო და რომელი იყო ასე სასწრაფო რიგგარეშე სხდომისათვის?

და კიდევ, რატომ არ იცავთ საკრებულოს მიერ მიღებული რეგლამენტის ნორმებს , რატომ ახდენთ მის უგულვებელყოფას და რატომ ჩაატარეთ რიგგარეშე სხდომა, მაშინ როცა ზუსტად ერთ კვირაში, საკრებულოს მორიგი ხდომა ისედაც უნდა გამართულიყო?

შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს ამ წერილის „შინაარსი“, ამიტომ განვმარტავ, სწორედ 21 ნოემბრის საკრებულოს სხდომაზე, დამიწუნა იურიდიული განათლება დავით დვალმა და ცინიკურად გამომიცხდა რომ „საზოგადოებისთვის მეჩვენებინა იურისტის დიპლომი და მერე სარკის წინ დამეხია“... მინდა აქ ვუპასუხო:

ბატონო დავით, მე იურისტის დიპლომს ვერ გაჩვენებთ, ვინაიდან იურისტი არ ვარ ( ისე საკრებულოს სხდომაზე კითხვის დასმას სულ არ სჭირდება იურისტობა, ეს ისე, განმარტებისთვის) და ვერც დიპლომს დავხევ, მე პროფესიით ვარ ეკონომისტი, ეკონომიკის დოქტორანტი და საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრების სივები მინიმუმ წაკითხული მაინც უნდა გქონდეს, როცა პრეტენზია გაქვს „ყველაფრისმცოდნეობაზე“... თუმცა აქვე გეტყვი, რომ შენი „შეცდომის“ მიზეზი, ნაციონალების მმართველობის პერიოდში ჩემს მიერ მოგებული ის გახმაურებული სასამართლო პროცესებია, როცა ქუთაისის მოსახლების ინტერესებს ვიცავდი, ენერგოკომპანიის, ქუთაისგაზის და ქ.ქუთაისის მერიის წინააღმდეგ, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში...

და ბოლო კითხვა, ბატონო დავით, დღევანდელი არშემდარი მორიგი საკრებულოს სხდომის გამო პირიქით, თქვენ ხომ არ „გადახედავდით“ თქვენი იურისტის დიპლომს?," - წერს ქათამაძე.


ნანახია: 1925-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე სხდომის დღის წესრიგში არსებული საკითხი დაპირისპირების მიზეზი გახდა.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ნატო ქათამაძის ღია წერილს პასუხობს.
ახალი მოწვევის საკრებულო ერთ თვეში შეიკრიბება.
ქუთაისში, საკრებულოს პირველი სხდომა ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე გრძელდება.

ამინდი