ქუთაისის მერიაში ბულგარეთის დელეგაციასთან ბულგარეთის ქალაქ ასენოვგრადისა და ქუთაისის დამეგობრების საკითხი განიხილეს
თარიღი : 30-11-2016, 14:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიაში ბულგარეთის დელეგაცია იმყოფებოდა, რომელსაც მასპინძლობას ქალაქის მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე უწევდა. სტუმრები ქვეყანაში ერთი კვირით, საქართველო-ბულგარეთის საერთაშორისო ფორუმის „ქალის როლი 21-ე საუკუნეში“ ფარგლებში იმყოფებიან. ფორუმი გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის შესაძლებლობას იძლევა.
ბულგარეთის დელეგაციაში რამდენიმე ქალაქის მერი, ადგილობრივი პარლამენტის წევრი, ბიზნესის, მართლმსაჯულების, განათლების, კულტურის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. დელეგაციის წევრებმა მერის მოადგილესთან შეხვედრის დროს ბულგარეთის ქალაქ ასენოვგრადისა და ქუთაისის დამეგობრების საკითხი განიხილეს.