Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხელისუფლება 2018 წლამდე ახალი ბინით 2 000 დევნილი ოჯახის დაკმაყოფილებას გეგმავს

თარიღი : 30-11-2016, 13:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის რეგიონში მცხოვრები 5 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირის საცხოვრებლებით უზრუნველყოფის ვადას ხელისუფლება ვერ ასახელებს.

დევნილთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ თუ მშენებლობები სწრაფი ტემპით გაგრძელდება 2018 წლამდე ახალ ბინებს უკიდურეს პირობებში მცხოვრები 2 000-მდე დევნილი მიიღებს.

"პირველ ეტაპზე ვცდილობთ ბინები ისეთ ოჯახებს მივცეთ, რომელბიც ნგრევად ობიექტებში, გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. ქუთაისში დევნილებისთვის საცხოვრებლების მშენენებლობა მიმდინარეობს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასა და აღმაშენებლის გამზირზე. კორპუსების მშენებლობა დავიწყეთ წყალტუბოშიც," - ამბობს დევნილთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გია სანთელაძე.

სანთელაძის განცხდებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ორ, 16-სართულიან კორპუსს ხელისუფლება მიმდინარე წლის ბოლოს ჩაიბარებს, რის შემდეგაც კორპუსში დევნილი ოჯახების შესახლება მოხდება.


ნანახია: 1529-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კორპუსების ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ იმ ოჯახების შერჩევა მოხდება, რომლებსაც დევნილთა სამინისტრო საცხოვრებელ ბინებს გადასცემს.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელისუფლება 2 000 დევნილისათვის 9 ან 16 სართულიანი კორპუსების მშენებლობას აპირებს
კორპუსში შესახლებული 40-მდე ოჯახის თქმით, სარდაფები წყლით არის სავსე, რის გამოც სისტემატიურად ქვეწარმავლები და მღრნელები ამოდიან
ღონისძიება ამ წუთებში, აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარეობს.