წყალტუბოს რაიონში სტიქიამ 2 000-მდე სათბური დააზიანა-მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

წყალტუბოს რაიონის სოფლებში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
მუნიციპლიტეტის ათამდე სოფელში 2 000-მდე რკინისა და ხის კონსტრუქციის სათბური ქარმა დააზიანა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სასათბურე მეურნეობა ბანკებიდან გამოტანილი სესხებით გამართეს, ახლა კი მოსავლისა და სათბურების განადგურების შემდეგ, ისინი პროცენტის გადახდას ვერ შეძლებენ.

"2 სათბური მქონდა და ორივე მიწასთან არის გასწორებული. ჩემი მრავალსულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი პარნიკები იყო. რა ვქნა 10 000 ლარიანი სესხი ბანკიდან მაქვს გამოტანილი, რა გავაკეთო,რით დავფარო ეს თანხა?,"- აცხადებს ნანა დათიაშვილი.
"სიმწრით ერთი სათბური გავაკეთე, 7 000 ლარი დამიჯდა და ქარმა დამინგრია. მოსავალი ახლა რამდენიმე დღეში უნდა ამეღო. არ ვიცი რა გავაკეთო, არავინ არ მოსულა და არ უკითხავს, რა მოგივიდა და როგორ შევძლებთ თქვენს დახმარებასო?! საშინელ დღეში ვართ, იქნებ ვინმე მოგვეშველოს,"-ამბობს ვიტალი ბოდოკია.
წყალტუბოს გამგეობაში ამბობენ, რომ ზარალის დათვლა უკვე დაწყებულია. პირველადი მონაცემებით, განადგურებული სათბურების ზარალი მილიონ ლარს აღწევს. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ისინი აღნიშნულის შესახებ შესაბამის სამინისტროებს საქმის კურსში აყენებენ.