Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის 'ეტალონი' მოსწავლე გამოვლინდა

თარიღი : 29-11-2016, 14:44 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის კინოთეატრში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.

პირველი ადგილის მფლობელი გახდა მარელისის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ნინო მაღრაძე (79 ქულა). მეორე ადგილი ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნონა მაჭავარიანმა (77 ქულით) დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ვერტყვიჭალის მეცხრე კლასის მოსწავლე სალომე გოგოლაძე (66 ქულით) გავიდა.

ინტელექტს-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევ ტურში ჩართული იყო ხარაგაულის საჯარო სკოლებისა და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეები. ინტელექტ-ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ხარაგაულის 25 საჯარო სკოლიდან ტესტირებაში მონაწილეობა 423-მა მოსწავლემ მიიღო, აქედან მეორე ეტაპზე 54 მოსწავლე გადავიდა.

„ეტალონის“ პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლე ხარაგაულის მუნიციპალიტეტისგან საჩუქრად პორტატულ კომპიუტერებს მიიღებენ, ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნიკოლოზ თოფურიძემ განაცხადა.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და გამარჯვებულებს წარმატებები მიულოცა ბაღდათი–ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა.

2017 წელს „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“ ნინო მაღრაძე ხარაგაულს ბათუმში გამართულ ფინალურ შეხვედრაზე წარადგენს.

მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო მაღრაძე: „ვცდილობდი ჩემი მაქსიმუმი დამეხარჯა, მაგრამ ამხელა წარმატებას ნამდვილად არ ველოდი. ჩემ ცხოვრებაში ეს ყველაზე საუკეთესო მომენტები იყო. ძალიან დიდი მადლობა ჩემი სკოლის დირექტორს, ვერა ოდიკაძეს, პედაგოგს, ეკატერინე ქურდაძეს. ძალიან გახარებული ვარ და იმედი მაქვს ფინალურ შეხვედრაზე ხარაგაულს კარგად წარმოვაჩენ.“

NS


ნანახია: 1364-ჯერ

მსგავსი სიახლეები
28 ნოემბერს ხარაგაულის კინოთეატრში 'ინტელექტ-ჩემპიონატის' ნახევარფინალი გაიმართება.
მარიამ ფცქიალაძის საგულშემატკივროდ სპორტის სასახლეში იმყოფებოდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების
გთავაზობთ, ქუთაისის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს.
ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალში 82 მოსწავლე მონაწილეობდა, მათ შორის თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან-სოფ. ქვედა სიმონეთის მე-10
ინტელექტუალურ ჩემპიონატ ,ეტალონში" თერჯოლის 24 საჯარო და ერთი კერძო სკოლის 73 მოსწავლე მონაწილეობდა.

ამინდი