ქუთაისის ყოფილ ვიცე-მერს საკრებულოს თავმჯდომარემ პრემია გამოუწერა
თარიღი : 28-11-2013, 14:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის ყოფილ ვიცე-მერს თენგო თოფურიძეს ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ პრემიის სახით 1 200 ლარი გამოუწერა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის ბრანებაშია წერია, პრემია თოფურიძემ სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის უნდა მიიღოს.
„მის მიერ სამსახურეობრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის გამოყოფილ იქნეს წახალისებული ფორმა-ერთდროული ფულადი ჯილდო თანმადებობრივი სარგოს ოდენობით. ბრძანების შესრულების კონტროლი დააევალოს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს.“- წერია საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებაში.
ცნობისთვის, ქუთაისის ვიცე-მერ თენგო თოფურიძე თანამდებობიდან 21 ნოემბერს გადადგა.