Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქამრების შემოჭერის' ქართული 'ნოუ ჰაუ'...

თარიღი : 29-11-2016, 14:38 | კატეგორია: სხვადასხვა   
topnews.com.ge
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იმედა გოგავა "ქამრების შემოჭერის " პოლიტიკის თავისებურებების შესახებ წერს.

"მაშინ როცა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მილიონ ასი ათასით მცირდება, მაშინ, როცა ცენტრალური ხელისუფლება რაიონს შტატების და სახელფასო განაკვეთების შემცირების დირექტივას უგზავნის, მაშინ, როცა თანხები საკმარისი არ არის ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინასებლად...ამ დროს კი, მინისტრის მოადგილეებზე 2013 წელს 10 თვეში გაცემულია დაახლოებით ნახევარი მილიონის ოდენობის პრემია:
ალექსანდრე ტაბატაძემ მიიღო, 113 500 ლარი,
ალექსი ბატიაშვილმა - 107 250 ლარი,
ლევან იზორიამ - 92 750 ლარი,
ვახტანგ გომელაურმა 8 თვეში 74 000 ლარი,
დავით ხუციშვილმა 69 750 ლარი,
გელა ხვედელიძემ 4 თვეში - 44 000 ლარი.

IDFI ასევე მიუთითებს იმასაც, რომ ერთჯერადად მინისტრის მოადგილეებზე პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა გაცემულია:
ალექსანდრე ტაბატაძის ივლისის პრემია - 22 000 ლარი,
ალექსი ბატიაშვილის 2013 წლის მაისის პრემია - 15 750 ლარი,
ლევან იზორიას პრემია - 13 250 ლარი.

გარდა ამისა, IDFI-ის დოკუმენტების თანახმად, 2013 წლის პირველ 10 თვეში, ცენტრალური აპარატის 8 დეპარტამენტის უფროსზე გაცემულია 377 250 ლარის ოდენობის პრემია, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა მიღებული ზვიად ჯანყარაშვილს -70 000 ლარი.

ხოლო, ერთჯერადად ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსებს შორის, ყველაზე დიდი თანხა მიღებული აქვს ავთანდილ თაბუნიძეს - აგვისტოს პრემია 18 750 ლარი და ირაკლი ჩიმაკაძეს - სექტემბრის პრემია 11 250 ლარი," - წერს იმედა გოგავა.


ნანახია: 2308-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2013 წელს (10 თვე) ცენტრალური აპარატის 8 დეპარტამენტის უფროსზე გაცემულია 377 250 ლარის ოდენობის პრემია, საიდანაც ყველაზე დიდი
საახალწლო პრემიის გარდა, 11 თვის განმავლობაში მერიაში პრემიის სახით გაცემულია 32 850 ლარი, რაც შეეხება დანამატს, მერიაში 265
ქუთაისის მერის მოადგილეებს ნოდარ მიქიაშვილსა და კონსტანტინე ქავთარაძეს 6 თვეში 34 860 ლარის ოდენობის პრემია-დანამატი აქვთ აღებული.
2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო
2012 წლის შემდგომ პროკურატურაში დასაქმებულ თანამშრომელთა ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯებიც.

ამინდი