ქუთაისში ხიდები სატესტო რეჟიმში განათდა
თარიღი : 29-11-2016, 10:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში ხიდების გასანათებლად სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქში არსებული თეთრი, რუსთაველისა და ჯაჭვის ხიდები განათდება. როგორც ქალაქის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის ხიდები ეტაპობრივად, სატესტო რეჟიმში ნათდება, ხოლო საბოლოოდ დეკემბრის ბოლოს განათდება. ქუთაისში მდებარე რამდენიმე ხიდის განათებაში დაახლოებით 205 000 ლარი დაიხარჯება.