Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ინტენსიური განათლების ცენტრი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ითანამშრომლებს

თარიღი : 29-11-2016, 00:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მდებარე შპს "ინტენსიური განათლების ცენტრსა" და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ ერთმანეთთან საგანმანათლებლო, პროფესიული და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, განახორციელებენ ერთობლივ ღონისძიებებს, მათ შორის შეხვედრებს, სემინარებს, კონფერენციებს, სამეცნიერო ოლიპიადებსა და ტურებს. გარდა ამისა, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, ორივე მხარის ინტერესებიდან გამომდინარე, ითანამშრომლონ მათ მიერ ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის წინასწარ შეთანხმებული ფორმით. ასევე,შპს ,,ინტენსიური განათლების ცენტრი“ უზრუნველყოფს დაინტერესებულ პირთათვის ,,შზსუ”-ს სასწავლო პროგრამების, სამეცნიერო ღონისძიებების და სხვადასხვა აქტივობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ურთიერთთანამშრომლობის ფრგლებში შ.პ.ს. ,,ინტენსიური განათლების ცენტრის“ იმ მსმენელთათვის რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ უმაღლესი განათლება მიიღონ "შზსუ“-ში და შესაბამისად ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციისას ,,შზსუ“-ს ანიჭებენ პირველ ადგილს, „შზსუ-ს“ საგანმანათლებლო პროგრამაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის შემთხვევაში ,,შზსუ“ უზრუნველყოფს გარკვეული ფასდაკლების სისტემის ამოქმედებას. მემორანდუმს ხელი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილია ჩილოღლუმ და "ინტენსიური განათლების ცენტრი"-ს დირექტორმა ზაზა ლეკვეიშვილმა მოაწერეს.

ქუთაისში ინტენსიური განათლების ცენტრი მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს გაიხსნა. ცენტრში სწავლის მსურველებს დამატებითი განათლების მიღება შეეძლებათ. სწავლის პერიოდი სასწავლო კურსის მიხედვითაა გათვლილი. როგორც ცენტრის დირექტორი ზაზა ლეკვეიშვილი აღნიშნავს, ცენტრში კვალიფიკაციის ამაღლება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„ჩვენი ცენტრი ორიენტირებულია, რომ ნებისმიერმა მსურველმა დამატებითი განათლების მიღება შეძლოს. აქ, როგორც სტუდენტს, ისე მოსწავლესა და მასწავლებელს კვალიფიკაციის ამაღლება შეეძლებათ. რაც შეეხება სასწავლო პერიოდს, გადანაწილებული იქნება იმის მიხედვით, თუ ვინ რა მიზნითაა მოსული. მაგალითად, აბიტურიენტისთვის განკუთნილია 9 თვიანი მომზადების კურსი,“ – აღნიშნა ლეკვეიშვილმა.

როგორც ლეკვეიშვილი განმარტავს, პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული ცენტრი სამომავლოდ არაერთი სიახლის გაჟღერებას გეგმავს.


ნანახია: 2732-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცენტრში დასაქმებული 12 მასწავლებლის რიცხვი მომავალში 30–მდე გაიზრდება.
პროექტს ქუთაისის ინტენსიური განათლების ცენტრი პარტნიორ ორგანიზაცია 'სერვის პლუს ჯორჯიასთან' ერთად ახორციელებს.
23 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს
ამბობს, რომ მოსწავლეებთან მისი მუშაობა ყოველთვის შედეგზე არის ორიენტირებული. სურს მოსწავლეებისათვის კიდევ მეტი გააკეთოს, ამიტომ
მემორანდუმს ხელი უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ და გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მოაწერეს.

ამინდი