Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ირღვევა თუ არა სამშენებლო ნორმები ქუთაისის ცენტრში?

თარიღი : 28-11-2016, 18:23 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
"ქუთაისში, თეთრ ხიდთან მიმდინარე სასტუმროს მშენებლობამ შესაძლოა მოსახლეობას საფრთხე შეუქმნას," - ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს თავმჯდომარე გია გოქაძე ავრცელებს.

გოქაძის თქმით, მშენებლობაზე არ არის საამშენებლო დამცავი ბადე, რის გამოც გამვლელები და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები პირები არ არიან დაზღვეული სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხისგან.

"როგორც ვფლობ ინფორმაციას, ეს სასტუმრო ქუთაისში შენდება თანაინვესტირების ფონდის სახსრებით. ამბობენ, რომ მასში "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა ინტერესებიც არის.
კითხვა მშენებლობაზე ზედამხედველობის ვალდებულების მქონე პირს მერს შოთა მურღულიას: რას აკეთებს ქუთაისის მერია, როცა ქალაქის ცენტრში მშენებლობის ნორმები ირღვევა?
თბილისის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ კერძო საცხოვრებელი სახლის შიდა კოსმეტიკური რემონტი დასჯადია და ადგილზე, სადაც ფეხით მოსიარულეთა ინტენსიური მოძრაობაა, მათ შორის სკოლის ასაკის ბავშვების, მშენებლობის ნორმების დარღვევა არა? ეს გრძელდება თვეების განმავლობაში, სად არის ქუთაისის მერი? კანონის დარღვევის შემთხვევაში, მე დამაჯარიმებდით თუ არა? (კითხვა რიტორიკულია)," - აცხადებს გოქაძე.

ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი გოქაძის განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ მშენებლობა უკვე დასრულდა, რის გამოც ბადე ჩამოიხსნა.

„სასტუმრო ერთ თვეში გაიხსნება, მანამ შიდა სამუშაოები მიმდინარეობს და ბადეც ამიტომ ჩამოიხსნა. დამცავი ბადის არსებობა მშენებლობისას აუცილებელი მოთხოვნაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია“, - აცხადებს ჭეიშვილი.


ნანახია: 1707-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბრალდებებს არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი ეხმაურება.
დვალი არასერიოზულს უწოდებს გოქაძის მოთხოვნას და აცხადებს, რომ კომისიას ბევრი სამუშაო აქვს, რის გამოც არასერიოზულ მოთხოვნებს ვერ
ორგანიზაციის თავმჯდომარის გია გოქაძის თქმით, შოთა მურღულია ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს, ამიტომ მან კომისია უნდა
გია გოქაძის თქმით, მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მას კონკურსისა და ატესტაციის შედეგები არ მიაწოდა.
ქუთაისის მერს შოთა მურღულიას ქალაქში პარკირების ადგილების მოსაწყობად გამოცხადებული აუქციონის ჩაშლაში ადანაშაულებენ.
ადგილზე შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

ამინდი