Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ახალი ტურისტული ლოგო და სლოგანი ქალაქს კიდევ უფრო მიმზიდველს და დასამახსოვრებელს გახდის ტურისტებისათვის,'- ქუთაისი ღიმილის და იუმორის ქალაქად გამოცხადდა

თარიღი : 28-11-2016, 14:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერია ქალაქის ტურისტული ლოგოს და სლოგანის შესარჩევი კონკურსის შედეგებს აქვეყნებს. მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, კონკურსის შედეგად გამარჯვებული ტურისტული ლოგოს და სლოგანის ავტორი შპს „ჰოლმსი და უოთსონი“ არის. აღნიშნულ; შპს-ს ეკუთვნის ქუთაისის იუმორის და ღიმილის ქალაქად გამოცხადების იდეა, რაც სოციალურ ქსელში კრიტიკის საგანი გახდა.

"ქუთაისის მერია მიიჩნევს, რომ ქალაქის ახალი ტურისტული ლოგო და სლოგანი ქალაქს კიდევ უფრო მიმზიდველს და დასამახსოვრებელს გახდის ტურისტებისათვის. ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობა გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ავტორთან შეთანხმებით, მომავალში საჭიროების შემთხვევაში განიხილოს ტურისტული აბრევიატურის შემდგომი დახვეწისა და გაუმჯობესების საკითხი.

ქუთაისის მერია მადლობას უხდის, კონკურსებში მონაწილე ყველა ადამიანს და კომპანიას, ასევე ყველა იმ პირს, რომლებმაც თავიანთი კომპეტენტური მოსაზრებები გამოთქვეს ქალაქის ტუსიტული ლოგოსა და სლოგანის შექმნის პროცესში," - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ქუთაისის ტურისტული ლოგოს და სლოგანის შესარჩევი კონკურსი სამჯერ ჩატარდა, რომელთაგან პირველი და მეორე უშედეგოდ დამთავრდა, კერძოდ:

I კონკურსი – გამოცხადების თარიღი: 22/07/2015; ჯილდო გამარჯვებულისათვის: ლოგო - 900 ლარი, სლოგანი - 600 ლარი;
II კონკურსი - გამოცხადების თარიღი: 16/10/2015; ჯილდო გამარჯვებულისათვის: ლოგო - 1500 ლარი, სლოგანი - 1000 ლარი;
III კონკურსი - გამოცხადების თარიღი: 18/08/2016; ჯილდო გამარჯვებულისათვის: ლოგო - 5000 ლარი, სლოგანი -1000 ლარი.

გამოცხადებულ კონკურსებში ლოგოს კატეგორიაში სულ 181 და სლოგანის კატეგორიაში 93 საკონკურსო ნამუშევარი შევიდა. მათ შორის:

I კონკურსში ნამუშევრების რაოდენობა: ლოგო - 38, სლოგანი - 33;
II კონკურსში ნამუშევრების რაოდენობა: ლოგო - 85, სლოგანი - 27;
III კონკურსში: ნამუშევრების რაოდენობა: ლოგო - 58, სლოგანი - 33.




ნანახია: 1878-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალი ლოგო და სლოგანი ქალაქის საინფორმაციო ცენტრზე განთავსდება.
ლოგო ძალაში მისი ავტორის, სოსო უგრეხელიძის მიერ, მერიაში შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ შევა ძალაში.
როგორც ქალაქის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, ტურისტული ლოგოსა და სლოგანის დამტკიცების ვადამ ერთი თვით გადაიწია. ვადის
ქუთაისის მერია ლოგოსა და სლოგანის შესარჩევად კონკურსს კვლავ აგრძელებს.
კონკურსში მონაწილეობა და ხმის მიცემა www.kutaisi.gov.ge-ზე ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი.

ამინდი