Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუჩები ქუთაისში, რომელთაც წყლის მიწოდება შეეზღუდათ

თარიღი : 28-11-2016, 14:19 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე მიმდინარე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ქალაქის ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. Topnews.com.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ქუთაისში, ლ. ასათიანის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კონტრაქტორი კომპანია SMK აწარმოებს. აღნიშნულ ქუჩაზე უკვე შეიცვალა წყლის სისტემა. მიმდინარეობს ძველი ქსელის გაუქმება და ახალ ქსელზე გადასვლა, რამაც აუცილებელი გახადა მთავარი მაგისტრალის გათიშვა რადგან ძველი ამორტიზებული მილებიდან არ მოხდეს წყალქცევა, რომელიც ასფალტის საფარის დაგებას შეუშლის ხელს. ასათიანის ქუჩაზე კი მთავარი მაგისტრალის გათიშვამ გამოიწვია რამდენიმე ქუჩაზე წყლის მიწოდების შეწყვეტა: ბუხაიძის დასახლება მთლიანად, ირ.აბაშიძის, 9 აპრილის, ჯავახიშვილის, ცხინვალის ქუჩა, რუსთაველის პროსპექტი ხიდიდან გამარჯვების მოედნამდე, გრიშაშვილის ქუჩა, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, ყაუხჩიშვილის ქუჩა, სარაჯიშვილის ქუჩა, ჩეჩელაშვილის ქუჩა, ლორთქიფანიძის ქუჩა, გაგარინის ქუჩა, ჭიათურის ქუჩა, არაყიშვილის ქუჩა, კონსტანტინე გამსახურდიას №3, 5, 7, 10 სახლები, ბესიკის ქუჩა, ბოჭორიშვილის ქუჩა, ზ.გამსახურდიას ქუჩა, დავით აღმაშენებლის გამზირი, ი.ჭავჭავაძის ქუჩა, გუგუნავას ქუჩა, დია ჩიანელის ქუჩა, გველესიანის ქუჩა, ზუგდიდის ქუჩა, მელიქიშვილის ქუჩა, თავისუფლების ქუჩა, ომარ ფხაკაძის ქუჩა, ჟ.შარტავას ქუჩა, შმიდტის ქუჩა, სოხუმის, ჭუმბურიძის, გამარჯვების, იმედაძის, კაკაბაძის, ლენინაკანის, ნუცუბიძის ქუჩა, შავგულიძის ქუჩა, ვეტერანების ქუჩა, ჩხეიძის ქუჩა, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა, ინგოროყვას ქუჩა, რობაქიძის ქუჩა, ზესტაფონის ქუჩა, ლადო ასათიანის ქუჩა, მგალობლიშვილის ქუჩა, დავითაშვილის ქუჩა, სინაურის ქუჩა, გვანცელაძის ქუჩა, ჭავჭავაძის პროსპექტის დასაწყისი ნინოშვილის ქუჩის გადაკვეთამდე ტერიტორიებით, შესახვევებით და ჩიხებით. ნინოშვილის ქუჩა, ფარნავაზ მეფის ქუჩა, მესხიშვილის ქუჩა, ჯანელიძის ქუჩა, ჩეხოვის ქუჩა, ნაფეტვარიძის ქუჩა, ჭუმბურიძის ქუჩა, ქანთარიას ქუჩა, ანჯაფარიძის ქუჩა, ამაშუკელის ქუჩა, ფიროსმანის ქუჩა, ერისთავის ქუჩა, მჭედლიძის ქუჩა, ნ.ჩხეიძის ქუჩა, ნამგალაძის ქუჩა, მარჯანიშვილის ქუჩა, სერგი მესხის ქუჩა, შესახვევებითა და ჩიხებით.

ასევე, წყლის შეწყვეტის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ სხვადასხვა მედია საშუალებების მეშვეობით უკვე მიაწოდა.
წყლის მიწოდება აღდგება ხვალ დღის მეორე ნახევარში.

მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდით შექმნილი დისკომფორტის გამო, თუმცა ეს ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ მოსახლეობას სულ მალე 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება, რაც ჩვენი ქალაქისთვის წლების მოუგვარებელი პრობლემა იყო. უახლოეს დღეებში სრულად მოწესრიგდება ლ.ასათიანის ქუჩაც," - ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 4341-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გიდგენთ იმ ქუჩების ჩამონათვალს, რომელთაც შეუწყდებათ წყლის მიწოდება მიმდინარე წლის 8 მაისს ქ. ქუთაისში სარეაბილიტაციო
ქუჩის დაკეტვის მიზეზად წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშოები სახელდება.
კახიანაურის, საფიჩხიისა და ქალაქ–მუზეუმის ტერიტორიულ ერთეულებში არსებულ ქუჩებს წყალი 16:00 საათამდე ექნებათ
მიმდინარე სამუშაოების გამო, თამარ მეფის ქუჩა მიმდინარე თვის ბოლომდე თამარ მეფის ქუჩა გადაკეტილი იქნება.