'აღმშენებლობის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ გაგვაფრთხილონ მაინც,'- წყლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის პროტესტი ქუთაისში
თარიღი : 28-11-2016, 12:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება. მოსახლეობა, რომელიც Topnews.com.ge-ს დაუკავშირდა, აცხადებს, რომ წყალი ოთხსაათიანი გრაფიკით მიეწოდებათ, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში აღნიშნულ გრაფიკში ვერ მოხვდნენ.
"ისედაც ოთხი საათით გვაქვს წყალი და ისიც არ მოდის. ითქვა, რომ ასთიანის ქუჩაზე მიმდინარე წყლის სისტემის რეაბილიტაციის გამო არის ეს შეფერხება. აღმშენებლობის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ გაგვაფრთხილონ მაინც," - აცხადებს უკმაყოფილო მოსახლეობა.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრში განმარტავენ, რომ წყლის მიწოდებაზე შეზღუდვა ასათაინის ქუჩაზე მიმდინარე წყლის სისტემის სარეაბილიტციო სამუშაოებს უკავშირდება. როგორც სერვის-ცენტრში განმარტავენ, მოსახლეობას პრობლემა უახლოეს ხანში მოუგვარდება.