Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტვინის მუშაობის გამააქტიურებელი საკვები პროდუქტები

თარიღი : 27-11-2016, 17:56 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ავოკადო, ბანანი, მარწყვი ააქტიურებენ ტვინს. ბრიტანელმა დიეტოლოგებმა ტვინის მუშაობის გამააქტიურებელი საკვები პროდუქტების სია შეადგინეს. აღნიშნული პროდუქტების მიღებას ისინი, განსაკუთრებით, ინტელექტუალური შრომით დაკავებულ ადამიანებს ურჩევენ. პირველ ადგილზეა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა.

კვლევებით დადასტურებულია, რომ მოწოდებულ ინფორმაციაზე ნერვული უჯრედების რეაქცია სწორედ ამ მჟავასთანაა დაკავშირებული. ომეგა-3-ს დიდი რაოდენობით შეიცავს თევზი. ტვინს ენერგიით „მუხტავს“ პარკოსნები, განსაკუთრებით ოსპი. ბანანს გააჩნია უნიკალური თვისება - აქვეითებს ტვინის ელექტრომაგნიტურ აქტივობას, რაც ადამიანს ამშვიდებს. მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, მიირთვით საქონლის ღვიძლი, რომელიც რკინის მაღალი შემცველობით გამოირჩევა. ეს კი აზროვნების ეფექტურობას გაზრდის, ტვინის ნახევარსფეროებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების გზით.

მარწყვში, ჟოლოში, მოცხარში მაღალია ანტიოქსიდანტებისა და С ვიტამინის შემცველობა, რაც ააქტიურებს ნერვულ დაბოლოებებს და აუმჯობესებს განწყობას. დაღლილობასა და სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ ზღვის პროდუქტები В12 ვიტამინის შემცველობის ხარჯზე. კვერცხი უნივერსალური პროდუქტია. ის მდიდარია ლეციტინითა და ფოსფოლიპიდებით, რომლებიც თავის ტვინის უჯრედების მემბრანებს ამაგრებს, ხელს უწყობს უჯრედების ნერვულ დაბოლოებებში სიგნალების გატარებას, რაც ტვინის მუშაობის ეფექტურობას ზრდის.

მეხსიერებას აუმჯობესებს ისპანახი და სალათის ფურცლები. ნერვულ უჯრედებზე მათი დადებითი მოქმედება В9 ვიტამინითაა განპირობებული. ტვინის ჰიპერაქტიურობას ხსნის შავი შოკოლადი. ის ამშვიდებს ტვინის ცენტრებს, იწვევს სიამოვნების გრძნობას, ასტიმულირებს პოზიტიურ აზრებსა და ქმნის კარგ განწყობას. ფინალური შტრიხი ავოკადოა, რომელიც გამოირჩევა Е ვიტამინის მაღალი შემცველობითა და თავის ტვინის უჯრედების გაახალგაზრდავების უნარით.

mkurnali.ge


ნანახია: 1786-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სპირტიანი სასმელების ფსიქიკაზე მოქმედების მექანიზმი არა მხოლოდ კლინიკური კვლევების შედეგებში, არამედ ლიტერატურულ ნაწარმოებებშიც
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენა ხელს შეუწყობს ახალი მეთოდიკის შემუშავებას, რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდება კომაში
ტვინის დაბერებას აჩქარებს მისი დატვირთვის შემცირება ანუ აქტივობის შენელებაც, ამიტომ საჭიროა გონების მუდმივი ვარჯიში - რთული
ქალბატონს მოულოდნელად მძიმე დაავადება, ძვლის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს.

ამინდი