Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'თეგეტა მოტორსის' ინვესტიცია და ახალი სერვის-ცენტრი ქუთაისში

თარიღი : 26-11-2016, 20:09 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში „თეგეტა მოტორსის“ ახალი, მსუბუქი ავტომობილების სერვის-ცენტრი გაიხსნა. გახსნას „თეგეტა მოტორსის“ მენეჯმენტთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

,,ქუთაისში ეს უკვე თეგეტას მეორე სერვის-ცენტრია. ახალი სერვის-ცენტრისთვის კომპანიამ 1.1 მლნ. ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა ჩვენს ქალაქში. ასევე, დამატებით 20 ადგილობრივი დასაქმდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ,,თეგეტა მოტორსმა" ქუთაისში ბაგრატის ტაძრისკენ მიმავალი კიბის რეაბილიტაციაც მოახდინა, რისთვისაც მინდა კომპანიის წარმომადგენლებს მადლობა გადავუხადო,"- განაცხადა შოთა მურღულიამ.

"თეგეტას" სერვის-ცენტრში განთავსებულია მომსახურების 16 ადგილი, რაც გულისხმობს მსუბუქი ავტომობილების დღიური გამტარობის ზრდას 150 ავტომობილით და გაცილებით სწრაფ სერვისს. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიამ გადაწყვიტა ერთ სივრცეში გაეერთიანებინა მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო," - ნათქვამია ქუთაისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 2545-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიმდინარე წლის 12 ოქტომბრიდან, რეორგანიზაციის შედეგად, კომპანიის სერვის-ცენტრში პრესსამსახურის შტატი გაუქმდა.
წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრში აცხადებენ, რომ იმერეთისა და ქუთაისის სერვის-ცენტრებში განხორციელებულ საკადრო
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის -ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ 'კრისტალი'-ს მაღალი ხარისხის ფინანსური მომსახურებით.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრი ავრცელებს.

ამინდი