Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გვინდა ძველი ქართული და მივიწყებული ვაზის ჯიშები დავრგოთ და მოვამრავლოთ'- ‘მეღვინეობა საზანო’ რუბრიკაში ‘დამზადებულია იმერეთში’

თარიღი : 26-11-2016, 19:22 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას - ,,დამზადებულია იმერეთში", რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტების სოფლებსა და ქალაქებში არსებული ბიზნეს, სამეწარმეო და სამრეწველო საქმიანობების პოპულარიზაცია წარმოადგენს. რუბრიკის ფარგლებში საუბარი ბაზარზე არსებულ უხარისხო პროდუქტსაც შეეხება.

რუბრკის მორიგი სტუმარია თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდებარე ,,მეღვინეობა საზანოს“ დირექტორი გივი ჩუბინიძე.

,,მეღვინეობა საზანო" 2014 წელს, ერთი იდეს გარშემო გაერთიანებული მეგობრების ძალისხმევით შეიქმნა. როგორც მეღვინეობის დირექტორი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებს, მათ საურდათ რეგიონში მანამდე არსებული ღვინის წარმოების ტრადიცია აღედგინათ.

,,მსგავსი საწარმოს გახსნის იდეა დიდი ხის წინ გვქონდა. გავერთიანდით მეგობრები, ახლობლები, შემდეგ გავიგეთ, რომ შეიძლებოდა თანადაფინანსებაც მიგვეღო. ორგანიზაცია ,,PIN"-მა მოგებული გრანტის ფარგლებში შეგვიძინა დანადგარები და საჭირო ჭურჭლები, რამაც ხელი შეგვიწყო ამ წარმოების გასამართად. კლიმატის თვალსაზრისით ჩვენი ტერიტორია ერთ-ერთი საუკეთესო მიკროზონაა. აქ უზარმაზარი ფართობები იყო გაშენებული და საუკეთესო ღვინოს აწარმოებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, 90-იანი წლებიდან მთლიანად გაიჩეხა ეს სავარგულები და ტერიტორია სხვადასხვა კულტურებმა დაიკავეს. ამიტომ გვინდოდა, რომ ეს ტრადიცია აღგვედგინა, კარგი ღვინოც დაგვეყენებინა და ამ ყველაფრისთვის გარკვეულწილად ბიზნესის სახეც მიგვეცა,"-განაცხადა გივი ჩუბინიძემ.
http://www.picz.ge/img/s4/1611/26/8/80be6170febb.jpg
როგორც საწარმოს დირექტორი აცხადებს, ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით მხოლოდ სამი სახეობის ღვინოს აწარმოებენ.

,,2015 წელს გავხსენით მარანი, თუმცა ღვინის დამზადების ტექნოლოგიების გათვალისწინებით მზა პროდუქცია მხოლოდ წელს გვქონდა. ყველაფერი ბუნებრივად და ნატურალურად მზადდება, არანაირ ხელოვნურ ჩარევას არ ვეწევით ფილტრაციაში. ჩვენ ვაწარმოებთ ორი სახის ციცქას და ოცხანურს და წელს უკვე მათთან ერთად კრახუნასაც. გვაქვს საკუთარი ვენახები და ყოველწლიურად მიმდინარეობს ახალი ჯიშების დარგვა. შარშან 4500 ძირი ვაზი დავრგეთ, წელს მეტს დავრგავთ და 3-4 ელიწადში მეტი ღვინის წარმოების შესაძლებლობაც გვექნება. გამოყვანილი გვაქვს ნერგები და კრახუნასა და ციცქასთან ერთად, წელს თეთრი კაპისტონიც დავრგეთ. გვინდა ძველი ქართული და მივიწყებული ვაზის ჯიშები დავრგოთ და მოვამრავლოთ,"-განაცხადა გივი ჩუბინიძემ.
http://www.picz.ge/img/s1/1611/26/c/c341cd2170c9.jpg
,,მეღვინეობა საზანოს" დირექტორის თქმით, მათი მთავარი კონკურენტი ფალსიფიცირული ღვინის წარმოებაა.

,,დღეს ბევრი ოჯახებში ამზადებს ღვინოს. ღვინის დიდი ქარხნებიც ეწევიან ფალსიფიცირებას წარმოებისას და ამიტომ ბაზარზე მდგომარეობა ცოტა გართულებულია. ასე იქნება მანამ, სანამ ამ ყველაფერს არ მოევლება და თითონ სახელმწიფოც კანონმდებლობის დონეზე არ დაარეგულირებს მდგომარეობას. მეტი კონტროლია საჭირო და რაც მთავარია, ადამიანებიც უნდა მიეჩვიონ, რომ უმჯობესია მიიღო ნატურალური და ნაკლები რაოდენობის ღვინო, ვიდრე ფალსიფიცირებული და სამჯერ მეტი. სამწუხაროდ, შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან, სოციალური ფონიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე, უფრო მასიურად ფალსიფიცირებული ღვინის მოხმარება ხდება,"-განაცხადა გივი ჩუბინიძემ.

მისივე თქმით, არსებული მიზეზების გათვალისწინებით, მათი მომხამრებლები ძირითადად უცხოელები და ის პიროვნებები არიან, რომლებმაც იციან ხარისხიანი ღვინის ფასი.

,,ჩვენ იმ კლიენტებზე ვართ გათვლილი, ვინც იცის ღვინის ფასი და იცის როგორია ნამდვილი, კარგი ღვინო და სურს დალიოს მცირე რაოდენობის, მაგრამ ნატურალური ღვინო ან სჭირდება სასაჩუქრედ. ჩვენი ღვინო თბილისში და ბათუმში იყიდება ღვინის მაღაზიებში. მოთხოვნაც ძირითადად ტურისტებისგანაა. მომავალში ვაპირებთ ტურისტების პოტენციალი მეტად ავითვისოთ და ვხსნით მეორე მარანს, სადაც ბიოდინამიკური ღვინის წარმოების დაწყებას ვაპირებთ და იქვე შევძლებთ ტურისტების მიღებასაც,"-განაცხადა ,,მეღვინეობა საზანოს" დირექტორმა.

გივი ჩუბინიძის თქმით, ბაზარზე ცნობადობის მოსაპოვებლად დროა საჭირო, თუმცა საკუთარი ძალებითაც ცდილობენ ამის მიღწევას.

,,ადგილობრივ ბაზარზე რეკლამის განთავსებას ჯერ არ ვფიქრობთ. შესაბამისი არც ფინანსები გვაქვს და არც მომგებიანი იქნება- ძირითადი გათვლა მაინც უცხოელებზე გვაქვს, ამიტომაც აქტიურად ვაწარმოებ მოლაპარაკებებს ქართველ ტურ-ოპერატორებთან. პირადი კონტაქტებითაც ვცდილობთ თავი გავაცნოთ საზოგადოებას. ახლახანს გავაგზავნეთ ჩვენი ღინოების ნიმუშები პრაღაში, სადაც ქართველებმა გახსნეს ღვინის მაღაზია და სავარაუდოდ, სულ მალე დავიწყებთ ჩეხეთში ღვინის ექსპორტს,"-განაცხადა გივი ჩუბინიძემ.
,,მეღვინეობა საზანო"-ს დირექტორის თქმით, კომპანია სულ მალე დაასრულებს ოფიციალური გვერდის გაკეთებას, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ მათ შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ. მანამ კი, სოციალური ქსელის მეშვეობით ეცნობიან საზოგადოებას.

თიკო ძოძუაშვილი


ნანახია: 2413-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ხომლის მარანს' წყალტუბოს მაჟორიტარი ესტუმრა და ღვინის ისტორიასა და დამზადების ტექნიკას ადგილზე გაეცნო. ზურაბიანის თქმით, ღვინის
ღვინის დამზადებით დაკავებული პირები თერჯოლაში ყურძნის მოსავლის ნაკლებობაზე საუბრობენ.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას - 'დამზადებულია იმერეთში', რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ
ადგილზე მისულ ქართველ თუ უცხოელ დამთვალიერებელს საქართველოში არსებული სხვადასხვა ჯიშის ღვინის დაგემოვნება და მათ შესახებ

ამინდი