ქუთაისში მინისტრთა ახალ კაბინეტს აქციის ფონზე ამტკიცებენ
თარიღი : 26-11-2016, 12:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

„Sos გვასახლებენ“,- აღნიშნული შინაარსის შემცველი ბანერი ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან იპოთეკური სესხებით დაზარალებულმა მოქალაქეებმა გამოაკრეს. მოქალაქეები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოსთან არიან შეკრებილები, ქვეყნის ხელისუფლებისგან გამოსახლებების შეჩერებას და გრძელვადიანი, იპოთეკური სესხების გაცემას ითხოვენ. აქციის მონაწილეები იმასაც აცხადებენ, რომ საქართველოში ქართველების გამოსახლება და მათი უსახლკაროდ დატოვება არ უნდა ხდებოდეს.
„მთელი ჩემი ცხოვრება ჩემს სახლს შევალიე შვილო. ახლა კი ჩემს სახლში რომ ვიცხოვრო, სხვას უნდა ვუხადო ქირა. როგორ გადავიხდი, როდესაც რძალი და შვილი ავად მყავს. მხოლოდ მე რა უნდა გავაკეთო?,“ - აცხადებს იპოთეკური სესხით დაზარალებული მინდაძე თაიგული.
იპოთეკური სესხებით დაზარალებულ მოქალაქეებს პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ადა მარშანია შეხვდა. მარშანიას თქმით, ისინი პარლამენტის სხდომაზე მათი საკითხის დასმას და პრემიერისგან სამთავრობო კომისიის შექმნას ითხოვენ.
ცნობისთვის, პარლამენტის შენობაში აქციის ფონზე რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, სადაც დეპუტატები მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას უყრიან კენჭს.