Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"საქართველო აგროკულუტურლი ქვეყანაა და ჩვენ უნდა მოვახერხოთ ისეთი პროდუქციის მოყვანა, რომლის სხვა ქვეყანაში გატანასაც შევძლებთ"

თარიღი : 25-11-2016, 19:53 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
აგრარულ სექტორში შრომის ბაზრის კვალიფიციური სამუშაო ძალით უზრუნველყოფის თემაზე ქუთაისში, სასტუმრო "ბაგრატი 1003"-ში არსამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“-ს ინიციატივით კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას იმერეთში დასაქმებული წარმატებული ფერმერები და კერძო მეწარმეები ესწრებოდნენ.

ორგანიზაციის -„ადამიანი გაჭირვებაში" პროექტის კოორდინატორის ვიტალი თოდუას თქმით, კონფერენციის მიზანი აგროსექტორში დასაქმებული ადამიანების განათლების ამაღლებაა.

„პროექტის მიზანია ქვეყნის აგროსექტორში ფორმალური და არაფორმალური პროფესიული განათლების განვითარება. მრავალი აქტივობაა დაგეგმილი, მათ შორის ერთ–ერთი ეს კონფერენციაა. აღნიშნულ კონფერენციას ესწრებიან პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები, ასევე, იმერეთის რეგიონში აგროსექტორში დასაქმებული წარმატებული ფერმერები და კერძო მეწარმეები,“–განაცხადა თოდუამ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის დეკანის ქეთევან კინწურაშვილის თქმით, საქართველომ უნდა შეძლოს იმდენი მოსავლი მიღება, რომ მოსავალი ექსპორტზე სხვა ქვეყნებშიც გავიდეს.

„დღევანდელი ჩვენი სახელმწიფოს და განათლების სამინისტროს პოლიტიკა არის ისეთი, რომ კიდევ უფრო განვითარდეს პროფესიული განათლება. მათი მიზანია იყოს უფრო მეტი კონტაქტი მწარმოებლებთან და საწარმოებთან, რომ მათ მიიღონ ისეთი სპეციალისტები, რომლებიც გამოადგებიან წარმოებას. რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო აგროკულუტურლი ქვეყანაა და ჩვენ უნდა მოვახერხოთ ისეთი პროდუქციის მოყვანა, რომლის სხვა ქვეყანაში გატანასაც შევძლებთ,“- განაცხადა კუნწურაშვილმა.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 1213-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აგრარულ სექტორში შრომის ბაზრის კვლევის შედეგების გაცნობა.
როგორც ჯეჯელავამ შრომის ბაზრისა და პროფესიული განათლების თემაზე, ჟურნალისტებისათვის გამართულ ტრენინგზე გაანცხადა, განათლების
კონფერენციის მთავარ მიზანს ENPARD-ის კოოპერეტივების განვითარების კომპონენტის განხორციელების 3-წლიანი პერიოდის შემაჯამებელი
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეხვედრა-დისკუსია გაიმართა.

ამინდი