Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის გამგეობაში შესაძლოა თანამშრომელთა შემცირება მოხდეს

თარიღი : 25-11-2016, 19:22 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულში საჯარო მოხელეები დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ გააფრთხილეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ხარაგაულის გამგებელმა ნიკო თოფურიძემ 22 ნოემბერს საკრებულოს წერილით მიმართა.

წერილში ნათქვამია: „გაცნობებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იგეგმება რეორგანიზაცია, რისთვისაც საჭიროა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმის დამტკიცება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გეგზავნებათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ და, გთხოვთ, მოიწვიოთ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ზემოაღნიშნული საკითხის განსახილველად“.

დღეს, 25 ნოემბერს, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი-‘’ს 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 97-ე მუხლის, 108-ე მუხლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N17 დადგენილებით დამტკიცებული ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების’’ 37-ე მუხლის შესაბამისად

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1. დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის შემდეგი სამოქმედო გეგმა:

ა) 2016 წლის 28 ნოემბერს განხორციელდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეების (მოხელეთა) გაფრთხილება გამგეობაში გამოცხადებული რეორგანიზაციის გამო, რომელსაც შესაძლოა თან სდევდეს შტატების შემცირება რის საფუძველზეც მოსალოდნელია სამსახურიდან მათი განთავისუფლება.

ბ) 2016 წლის 20 დეკემბრამდე მომზადებული იქნას რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტები, ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებების პროექტები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასამტკიცებლად წარსადგენად;

გ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების/სამსახურების ლიკვიდაციის შემთხვევაში, 2016 წლის 30 დეკემბრამდე განხორციელდეს სალიკვიდაციო ღონისძიებები;

დ) გამგეობის რეორგანიზაციის დასრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს.

ე) ერთი რანგისა და ფუნქციის მქონე რამდენიმე შტატის შემცირების შემთხვევაში დადგინდეს დამატებითი მოთხოვნა გამგებლის სამართლებრივი აქტით რათა განისაზღვროს თუ რომელი დასაქმებული დაიკავებს არსებულ დარჩენილ პოზიციას.

მუხლი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის დასრულებამდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოქმედმა სამსახურებმა საქმიანობა განახორციელოს რეორგანიზაციის რეჟიმში.

მუხლი 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება უზრუნველყოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულმა სამსახურმა (სამსახურის უფროსი კ. გოლუბიანი).

მუხლი 4. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

მუხლი 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 180 –ე მუხლით დადგენილი წესით.

გამგეობაში მოსალოდნელი რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმა, საკრებულოს წევრებს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა, კახა გოლუბიანმა წარუდგინა, სხდომას ასევე ესწრებოდა გამგეობის იურდიული განყოფილების უფროსი ინგა ლურსმანაშვილი.

საკრებულოს სხდომაზე მყოფი 23 დეპუტატიდან გამგეობის რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა 4-მა დეპუტატმა (თორნიკე ავალიშვილი, ქეთევან ზუმბაძე, ომარ გაგოშიძე, ინგა მაღრაძე).

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ კონკრეტული დეტალების გასავლელად გამგეობას ერთი თვის ვადა მიეცა.

გამგეობა რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტს, ასევე გამგეობის დებულებაში საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებების პროექტს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასამტკიცებლად 20 დეკემბერს წარადგენს.

NS


ნანახია: 1322-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ინფორმაცია ბიუროს წევრებს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა გააცნო.
შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით იმართება.
ვაკანტური თანსმდებობების დასაკავებლად გამგეობაში კონკურსი გამოცხადდა.
ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის(თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი) სხდომაზე, კომისიის წევრებმა 2016 წლის საბიუჯეტო
ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცებას ნაადრევად მიიჩნევს ოპოზიცია

ამინდი