შს მინისტრობის კანდიდატი: დავიფიცო თუ დავიგინო?
თარიღი : 25-11-2016, 18:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობაში დღის განმავლობაში მინისტრთა ახალი კაბინეტის წევრებთან შეხვედრები მიმდინარეობს. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლების შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრებს „ნაციონალებმა“ მოუსმინეს.
შეხვედრის ერთ-ერთ მწვავე ნაწილს წარმოადგენდა შსს მინისტრობის კანდიდატის, გიორგი მღებრიშვილისა და „ნაციონალი“ ოთარ კახიძის დაპირისპირება. კახიძემ მღებრიშვილი დანაშაულის სტატისტიკის დამალვაში დაადანაშაულა. პასუხად მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ დანაშაული სრულად აღირიცხება და მსგავსს ფაქტებს ადგილი არ აქვს. გიორგი მღებრიშვილმა ისიც თქვა, რომ დანაშაულის სტატისტიკას ისინი პერმანენტულად აწვდიან საქსტატს. მინისტრობის კანდიდატის ამგვარი განცხადების მიუხედავად, ოთარ კახიძე მაინც აცხადებდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკას მალავდა.
„დავიფიცო თუ დავიგინო?, რა ვქნა?!,“- განაცხადა მღებრიშვილმა.