Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მინისტრები, რომელთაც ირმა ინაშვილი ციხეს უწინასწარმეტყველებს

თარიღი : 25-11-2016, 14:14 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში დეპუტატები მინისტრთა კაბინეტის წევრებს უსმენენ. მინისტრობის კანდიდატები თავდაპირველად ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრებს შეხვდნენ. მინისტრთა კაბინეტის წევრები სამოქმედო გეგმებზე საუბრისას აცხადებენ, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ისინი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას, განათლების ხარისხის ამაღლებას, ქვეყნის ევროინტეგრაციასა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას უზრუნველყოფენ.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი მინისტრთა კაბინეტის აღნიშნულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერენ. ირმა ინაშვილის განცხადებით, „პატრიოტებს“ განსაკუთრებული პრეტენზიები კულტურის, ინფრასტრუქტურის, განათლებისა და გარემოს დაცვის მინისტრების მიმართ აქვთ. "პატრიოტები" იმასაც აცხადებენ, რომ რამდენიმე მინისტრს, მათ შორის გიორგაძესა და აგულაშვილს ციხეში წასვლა მოუწევთ.

„პერსონალურად რომ ხდებოდეს მხარდაჭერა, ჩვენ მხარს დავუჭერდით რამდენიმე მინისტრს, თუმცა ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ გარემოს დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს, რომელმაც გააყალბა არჩევნები სამეგრელოში და რომლის დროსაც მთელს ქვეყანაში ხეების უკანონო ჭრა ხდება. მხარს ასევე ვერ დავუჭერთ ალექსანდრე ჯეჯელავას, რომელიც ძირითადად კომბლეს რევიზიითაა დაკავებული. მხარს ვერ დავუჭერთ მიხეილ გიორგაძეს, რომელმაც ააფეთქა საყდრისი. მხარს ვერ დავუჭერთ ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს ზურაბ ალავიძეს, რომელმაც ტყუილით დაიწყო თავისი საქმიანობა და უარყოფს „ნაციონალების“ შემომწირველობას,“ - აცხადებს ირმა ინაშვილი.

„პატრიოტების“ შემდეგ მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას „ნაციონალური მოძრაობისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოუსმენენ. 26 ნოემბრის რიგგარეშე სესიაზე კი დეპუტატები კაბინეტს დაამტკიცებენ.


ნანახია: 1655-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სესიაზე დეპუტატები დღეს, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობას გამოუცხადებენ.
იპოთეკური სესხით დაზარალებული მარინა სუპატაშვილი განათლების მინისტრობის კანდიდატს ალექსანდრე ჯეჯელავას პარლამენტში კომბლით დახვდა.
'Sos გვასახლებენ',- აღნიშნული შინაარსის შემცველი ბანერი ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან იპოთეკური სესხებით
ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტს ქალაქის საკრებულოს დეპუტატთა ნაწილი მხარს არ უჭერს.
საქართველოს მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილი ჩაუდგა სათავეში. კაბინეტის ერთადერთი ახალი წევრი შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე
იმედია ქუთაისის სკარებულოს სხვა ფრაქციის წევრები მხარს არ დაუჭერენ ქუთაისის ამ დასამარებას

ამინდი