Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერმა საქართველოს ჩემპიონი, ქალთა გუნდი 'მართვე' მიიღო

თარიღი : 24-11-2016, 20:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების N 94-ე საფეხბურთო სკოლის, საქართველოს ჩემპიონ გუნდს ,,მართვეს“ უმასპინძლა. ,,მართვეს" ქალთა გუნდის მწვრთნელ პაატა დოგრაშვილს კი სამახსოვრო სიგელი გადასცა. ცოტა ხნის წინ ქუთაისის ,,მართვე“ ქალთა შორის საქართველოს 2016 წლის ჩემპიონი გახდა. პაატა დოგრაშვილის გუნდმა ჩემპიონატში 10 მატჩი გამართა, აქედან 7 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 1 წააგო. რამდენიმე დღის წინ, ქუთაისურ კლუბს ოქროს მედლები და საჩემპიონო თასი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადასცა. საქართველოს ქალთა ნაკრებში ქუთაისის ,,მართვედან“ სულ 12 ფეხბურთელი ასპარეზობს.


ნანახია: 2014-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სპორტული ა(ა)იპის მმართველმა კობა ფხაკაძემ გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი გადასცა.

ამინდი