Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მანქანას ვერსად აყენებ, ჯარიმებიც ცუდად მოდის,'- მძღოლების პრეტენზიები და შპს 'პარკინგსერვისის' არგუმენტები

თარიღი : 24-11-2016, 13:00 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დაახლოებით ერთი წელია რაც ქუთაისში, პარკირების სისტემის მოწესრიგებაზე შპს "პარკინგსერვისი" ზრუნავს. პარკირების საკითხის ერთი შპს-სთვის ჩაბარება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მძღოლებისათვის მეტი კომფორტის შექმნისა და ადგილობრივ ბიუჯეტში პარკირებიდან მოსაკრებლის გაზრდის მიზნით გადაწყვიტა. გაამართლა თუ არა "პარკინგ სერვისმა" ქუთაისის ხელისუფლების მოლოდინები და რამდენად კმაყოფილი არიან მძღოლები აღნიშნული შპს-ს მუშაობით? ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-მძღოლებსა და "პარკინგსერვისის" წარმომადგენლებს ესაუბრა.

"პარკინგ სერვისის" საქმიანობით უკმაყოფილოა ქუთაისში მცხოვრები ირაკლი ლაღაძე.

„არავის არ მოსწონს. პარკირების მომწესრიგებლები ცალკე დარჩენ უფორმოდ და მაინც ართმევენ მძღოლებს ფულს. ამას დავამატოთ ის, რომ მძღოლი იძულებულია გადაიხადოს "პარკინგ სერვისის" გადასახადიც. მძღოლების დიდი ნაწილი მომხრეა, რომ გაუქმდეს "პარკინგ სერვისი“- განაცხადა ლაღაძემ.

ირაკლი ლაღაძის მსგავსად, "პარკინგსერვისის" მუშაობას უარყოფითად აფასებს ბელა კიკვაძე. მისი თქმით, პარკირების აბონომენტის ყიდვას აზრი არ აქვს, რადგან ადგილი არასდროს არის.

"არც გადამიხდია პარკირების თანხა, რადგან რომც იყიდო, მაინც არასდრის არ არის ადგილი. ტროტუარებზეც ისევ დგას მანქანები. შეიძლება ცენტრში არა, მაგრამ თითქმის ყველგან,“-ამბობს კიკვაძე.

„ქალაქში "პარკინგსერვისს" არაფერი შეუცვლია. ისევ ისეთი მდგომარეობაა. ჯარიმებსაც გამუდმებით წერენ, პარკინგის ადგილებს კი არავინ აწესრიგებს,“-აღნიშნა ქუთაისში მცხოვრებმა ირაკლი უკლებამ.

"პარკირების თანხა გინდ გადაგიხდია და გინდ-არა. მოხვალ და მანქანას ვერსად აყენებ, რა მნიშვნელობა აქვს. ჯარიმებიც ცუდად მოდის: დააკრავენ საქარე მინაზე და ეძებე მერე, ქარმა ხომ არ წაიღო ან ხელი უნდა მოაწერინონ ვისაც აჯარიმებენ ან სხვა მეთოდი იპოვონ. არ არის ასეთი ჯარიმის გადამხდელი არავინ,“- აცხადებს მძღოლი ბადრი ჯიშკარიანი.

მძღოლების უკმაყოფილების მიზეზების გარკვევას საინფორმაციო სააგენტო TOPNEWS.COM.GE შპს "პარკინგსერვისში" შეეცადა. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ ქალაქში პარკირების სისტემა გამართულად მუშაობს.

"როგორც მოგეხსენებათ, ავტომობილების რიცხვი ბოლო პერიოდში ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ამჟამად არსებული პარკირების ადგილების რაოდენობისა და სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის შეფარდება ძირითადად შეესაბამება განვითარებული ქვეყნების სტანდარტებს, ცხადია, ტრანსპორტის რაოდენობის ზრდასთან ერთად, პარკირების პრობლემა მწვავდება ქუთაისშიც, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში. ამ პრობლემების გადასაწყვეტად „პარკინგსერვისს“ დაგეგმილი აქვს გარკვეული ღინისძიებები, როგორც ქალაქში პარკირების დამატებითი ადგილების გამოყოფის, ასევე თანამედროვე პარკირების სისტემების და ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით,-"აცხადებენ "პარკინგსერვისში".

მათივე თქმით, "პარკინგსერვისის" ინფრასტურქტურის მოწესრიგება პერმამენტულად ხდება, ჯარიმების გადახდის მხრივ კი პირობები მოსახლეობისათვის მაქსიმალურად კომფორტულია.

"შპს „პარკინგსერვისის“ მიერ პერმანენტულად ხდება პარკირების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და გაუმჯობესებისათვის საჭირო სამუშაოების ჩატარება. პარკირებისთვის გამოყოფილ ადგილებზე მოხდა საგზაო მონიშვნების მოწყობა და შესაბამისი საგზაო ნიშნების განთავსება, ასევე სატვირთო და სპეციალური ტექნიკისთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებზე მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა.მოსახლეობისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით პარკირების მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია როგორც შპს „პარკინგსერგვისის“ ოფისში, ასევე ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების საშუალებითა და ინტერნეტით,"–აცხადებენ "პარკინგსერვისში".

მთავარი მიღწევა, რითაც შპს "პარკინგსერვისი" მძღოლების უკმაყოფილების ფონზე ამაყობს ის, არის, რომ როგორცფ ორგანიზაციაში აღნიშნავენ, "2016 წლის 15 ნოემბრის მონაცემებით ბიუჯეტში პარკირების სფეროდან 242 000 ლარზე მეტი, შევიდა წინა წელთან შედარებით რვაჯერ მეტია".

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 2154-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„პარკინგსერვისის“ ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, დროულად გადაიხადონ პარკირების მოსაკრებელი.
ქუთაისში პარკირების 272 ლოკაციაა, რაც დაახლოებით 3 000-მდე მანქანის პარკირების საშუალებას იძლევა.
ქუთაისში, შპს 'პარკინგსერვისს' მძღოლები უკანონობაში ადანაშაულებენ.
ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრი გოგიტა გოგელაშვილი ქალაქში, მძღოლების მასიური დაჯარიმებების ფაქტებზე საუბრობს.
მიმდინარე წლის 25 იანვრიდან ქუთაისში ავტომობილების პარკირება ფასიანი გახდა, თუმცა მძღოლების განცხადებით, პარკირების სისტემა

ამინდი