Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ამ გამარჯვებას ასევე ვულოცავ ყველას, პირველ რიგში ჩვენს ქალაქს"

თარიღი : 22-11-2016, 21:53 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის მერი შოთა მურღულია საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ ჩემპიონობას ულოცავს.

"წარმატებას ვულოცავ. ამ გამარჯვებას ასევე ვულოცავ ყველას, პირველ რიგში ჩვენს ქალაქს. წარმოუდგენელი სიხარული მიპყრობს ამ დიდი გამარჯვების გამო. ,,ტორპედომ" ბევრ კრიტიკას გაუძლო და საბოლოოდ შედეგი დადო! ქუთაისი ისტორიის მანძილზე მესამედ გახდა საქართველოს თასის მფლობელი, ეს მართლაც, რომ საამაყო რამ არის. მახარებს ისიც რომ ამით ჩვენ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ. მინდა ეს სიხარული ყველას გავუზიარო და კიდევ ერთხელ მოგილოცოთ! მუდამ გამარჯვებით ევლოს ჩვენს ქუთაისს!,"- ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფინალური მატჩი ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ფინალური შეხვედრა მარტვილის "მერანისა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის ჩატარდა, რომელიც "ტორპედოელების" გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა. ამ გამარჯვების შემდეგ ქუთაისის "ტორპედომ" ისტორიაში მესამედ მოიპოვა საქართველოს თასი.

თასის მოგებით "ტორპედომ" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.


ნანახია: 1796-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უთაისის საფეხბურთო კლუბმა ჩემპიონის ტიტული მას შემდეგ მოიპოვა, რაც ზესტაფონში გამართულ შეხვედრაზე მარტვილის 'მერანი' ანგარიშით
თამაში ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
შეხვედრა დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის პირველი მეთექვსმეტედფინალური მატჩების ფარგლებში გაიმართა.
პირველად ისტორიაში-ქუთაისის ტორპედო ევროპის ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს
ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში გავიდა.