Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მოსახლეობას წყლის მიწოდების აღდგენას დღის ბოლოსთვის ჰპირდებიან

თარიღი : 22-11-2016, 13:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის მოსახლეობის ნაწილი სასმელი წყლის გარეშე არის დარჩენილი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრში განუცხადეს, სტიქიამ სოფელ ფარცხანაყანევში, წყლის სათავე ნაგებობაზე ელექტროსადენები დააზიანა, რის გამოც კომპანია აბონენტებისათვის წყლის მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს.

კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრის დირექტორი ირაკლი ტურძელაძე განმარტავს, რომ ფარცხანაყანევის წყლის სათავე ნაგებობაზე ქუთაისის წყალმომარაგების დაახლოებით 80% მოდის.

"სტიქიამ დაგვაზარალა, რადგან წყლის მიწოდება პირდაპირ კავშირში არის ელექტროენერგიასთან. სისტემა ორგანიზებულია. უწყევეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები და უახლოეს საათებში ვგეგმავთ წყლის მიწოდების პრობლემა მოვუგვაროთ ქალაქის მოსახლეობას," - აცხადებს ირაკლი ტურძელაძე.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი ქარის გამო ქუთაისში დაზიანებულია საცხოვრებელი, კერძო სახლები, მოთხრილია ასწლოვანი ხეები და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ქალაქის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი.


ნანახია: 2348-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეზღუდვის მიზეზი ფარცხანაყანებში წყლის სათავე ნაგებობაზე დაზიანებული რეზერვუარი გახდა.
ფარცხნაყანევის სათავე ნაგებობაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ქალაქის მოსახლეობას და ორგანიზაცია- დაწესებულებებს
აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც TOPNEWS.COM.GE უცვლელად გთავაზობთ:
ქუთაისში, ომარ ფხაკაძისა და მესხიშვილის ქუჩების მოსახლეობის ნაწილს დაახლოებით ერთი კვირაა სასმელი წყალი არ მიეწოდება.
საქართველოს გაერთინაებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრში აცხადებენ, რომ მიზეზი წყლის სისტემის პროფილაქტიკური
განცხადებას ამის შესახებ წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრში აკეთებენ.

ამინდი