Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის ოჯახს სახლიდან ასახლებენ

თარიღი : 22-11-2016, 12:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, ცნობილი ქართველი მოკრივის, აკაკი კაკაურიძის ოჯახს სახლიდან ასახლებენ. ქალაქში, კეკელიძის 21 ნომერში მცხოვრები კაკაურიძეების საცხოვრებელი სახლი კერძო იპოთეკარმა აუქციონის გზით შეიძინა. ოჯახს სახლის დასაბრუნებლად 35 000 დოლარის გადახდა უწევს. კაკაურიძეები აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხის გადახდის საშუალება არ აქვთ, რადგან მათ შემოსავალს ოჯახის დიასახლისის პენსია წარმოადგენს. მსოფლიო ჩემპიონის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას და გრძელვადიანი, იპოთეკური სესხების გაცემას სთხოვს. კაკაურიძეების ოჯახს სოლიდარობა იპოთეკური სესხებით დაზარალებულმა სხვა მოქალაქეებმქც გამოუცხადეს. ერთ-ერთი მათგანი დარეჯან სულაქველიძე კახა კალაძეს მიმართავს და იმ პირობას ახსენებს, რომელიც მან აკაკი კაკაურიძის დედას, მარინა კაკაურიძეს მისცა. კალაძე ოჯახს დახმარებას დაჰპირდა. კაკაურიძეებთან იმყოფებოდა "თავისუფალი საქართველო"-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია.


ნანახია: 6232-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მცხოვრებ თუთარაშვილების ოჯახს სახლიდან ასახლებენ.
ოჯახში ბებია და ცერემბლარული დამბლით დაავადებული შვილიშვილი ცხოვრობს.
სამართალდამცველები ოჯახის წევრების გამოსახლებას იძულების წესით ცდილობს.
ადგილზე პოლიციელები იყვნენ მობილიზებულნი, რომლებიც იპოთეკური სესხით დაზარალებულ ოჯახს სახლიდან იძულების წესით ასახლებდა.
ადგილზე პოლიციელები იყვნენ მობილიზებულნი, რომლებიც იპოთეკური სესხით დაზარალებულ ოჯახს სახლიდან იძულების წესით ასახლებდა.
ოჯახის წევრთა თქმით, მათ 3 მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ და წასასვლელი არსად აქვთ.

ამინდი