დავით ნარმანია ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ხვდება
თარიღი : 27-11-2013, 15:59 | კატეგორია: ახალი ამბები

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს შოთა მურღულიას და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს თამაზ მარგველაშვილს ხვდება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისაუბრებენ პროექტებზე, რომლის დაფინანსებაზე თანხები რეგიონული განვითარების სამინისტრომ გამოყო და ასევე, მომავალი წლის ქალაქის ინფრასტრუქტურის პრიორიტეტებსაც განიხილავენ.
"მე მაქვს კითხვები ქალაქის ადგილობრივ თვითმმართველობასთან იმის შესახებ, თვის ბოლომდე რატომ არ ამოიწურება ის თანხა, რომელიც ჩვენ ცენტრალური ბიუჯეტიდან ქუთაისის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გამოვყავით. ასევე, ვისაუბრებთ მომავალი წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რათა წინასწარ დავიჭიროთ თადარიგი მომავალში დასაფინანსებელი პროექტების შესახებ", - განაცხადა ნარმანიამ.