Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, წელიწადში საშუალოდ 9000–ზე მეტი ადამიანი იღებს ტრავმებს და 600–ზე მეტი იღუპება"

თარიღი : 20-11-2016, 23:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"მძღოლო შეჩერდი! მიიღე კანონი, აღასრულე კანონი, დაიცავი კანონი, უსაფრთხო ქალაქი ჩვენი უფლებაა, მძღოლო შეჩერდი, იფიქრე ბავშვებზე, დაიცავი ბავშვები, ბავშვები ჩვენი მომავალია,"- ამ და სხვა მოწოდებებით ქუთაისში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის", ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის", „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ", "იარე ფეხით", "თბილისის ტრამვაიმ", "საქართველოს საავტომობილო ფედერაციამ", "საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციამ", „ეკო ტრანსპორტის ცენტრმა", "HUB Georgia", "საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდმა", "ჯამპ სტარტ ჯორჯიამ", "Helping Hand" -ავტოკატასტროფებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია/მსვლელობა გამართა.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას საქართველოში საგზაო უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმისაკენ მოუწოდეს. მათი მოთხოვნაა, ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ დაუყოვნებლივ, საკითხთა პირველ ნუსხასში მოხდეს საგზაო კანონის, ქულათა სისტემის და უკონტაქტო პატრულირების განხილვა და მიღება, რათა შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა, რომლის 95% ადამიანური ფაქტორებითაა გამოწვეული.

"ავტოკატასტროფების შედეგად გზებზე საქართველოში ყოველწლიურად 600-მდე ადამიანი იღუპება, აქედან 30% ქვეითად მოსიარულეა. აქციას ახალგაზრდები შემოუერთდნენ. ისინი მომავალ თაობას წარმოადგენენ და მათი თანადგომა მნიშვნელოვანია,"-განაცხადა აქციის მონაწილემ და კორდინატორმა ეკა არველაძემ.

აქცია –მსვლელობას ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლისა და ბანოჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლებიც შეუერთდნენ.

"ადგილობრივ ხელისუფლებას მივმართავ, გაამკაცრონ კანონი, რათა ფეხით მოსიარულეთათვის უსაფრთხო გარემო იყოს,-" განაცხადა ბანოჯის საჯარო სკილის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა შორენა მელაძემ.

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, წელიწადში საშუალოდ 9000–ზე მეტი ადამიანი იღებს ტრავმებს და 600–ზე მეტი იღუპება. ავტოკატასტროფების შედეგად ყოველი მესამე გარდაცვლილი ქვეითია, ყოველდღიურად კი საშუალოდ 7 ქვეითი იღებს მსუბუქ ან მძიმე ტრავმას.

ნოემბრის მესამე კვირა დღე ავტოკატასტროფებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა, რომელიც გაერომ ოფიციალურ დღედ 2005 წელს გამოაცხადა და იგი მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. აღნიშნული მსვლელობა ქუთაისის გარდა, თბილისსა და ბათუმშიც გაიმართა.

თეონა ჯინჭველაშვილი


ნანახია: 1333-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნოემბრის მესამე კვირა დღე ავტოკატასტროფებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა, რომელიც გაერომ ოფიციალურ დღედ
შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს საქართველოში 6432 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა.
ეს არის ქაოსური მოძრაობა,რაც უარყოფითად აისახება ტურისტულ, ტრანზიტულ პოტენციალზე
2018 წელს 6 452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც, 459 ადამიანი დაიღუპა, 9 047 კი დაშავდა
აქციაზე სიმბოლურად განთავსდა ბანერები, პოსტერები და ჩასასვენებელი იმის სადემონსტრაციოდ, რომ საქართველოს გზებზე ოფიციალური

ამინდი