Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვისთან "დასუნსულებდა" ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე?-ხმაური ქუთაისის საკრებულოზე

თარიღი : 27-11-2013, 15:11 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესა და საკრებულოს „ნაციონალ“ დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა.
„ნაციონალმა“ დავით გოგისვანიძემ განაცხადა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის და „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე თანამებრძოლები იყვნენ. როგორც გოგისვანიძემ აღნიშნა, ისინი ერთად იბრძოდნენ იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ ჩაძირულიყო და ხელისუფლებაში არ მოსულიყო.
აღნიშნული განცხადების საპასუხოდ მღვდელაძემ გოგისვანიძეს კონკრეტული ფაქტების მოყვანა მოსთხოვა. „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს ამჯერად „ნაციონალების“ მეორე დეპუტატმა გია უკლებამ უპასუხა, რომელმაც ოპონენტს სამსახურიდან ძმის გათავისუფლების ფაქტი და „ნაციონალებთან“ გამართული კონსულტაციები გაახსენა.
„2010 წელს, მამუკას ძმა რომ გაათავისუფლეს, ის „ნაციონალების“ და იმერეთის მაშინდელი გუბერნატორის, ლაშ მაქაცარიას კაბინეტში დასუნსულებდა და მისი ძმის სამსახურში დაბრუნებას ეხვეწებოდა. მე არ მახსოვს შენი რეალური ოპოზიციონერობა,“ - განაცხადა უკლებამ.
„შენი გულის გასახეთქად ახლა გოჩა თევდორაძესთან დავსუნსულებ,“ -უპასუხა მღვდელაძემ.


ნანახია: 3353-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მღვდელაძის მიერ მერიის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო
ფრაქციის თავმჯდომარე არჩევნების პერიოდში შოთა მურღულიას შტაბთან აქტიურ თანამშრომლობას აპირებს.
როგორც მღვდელაძემ ტოპნიუსს განუცხადა, პრემიები იგივე ინერციით, ყველა თანამშრომელზე და თანაბარი მოცულობით არ უნდა გაიცემოდეს.
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მღვდელაძემ ქალაქის მერიის მუდმივმოქმედი საკონკურსო–საატესტაციო
როგორც საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატმა დავით გოგისვანიძემ განაცხადა, დღეს, ქუთაისში რაც ხდება, კოალიციის

ამინდი