Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თამბაქოს მოხმარების შედეგად საქართველოში ყოველწლიურად 11000-მდე ადამიანი იღუპება

თარიღი : 20-11-2016, 11:25 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოში თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებებისა და სიკვდილიანობის რიცხვი საგანგაშოა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მედიის წარმომადგენლებისათვის გამართულ ლექცია-სემინარზე განაცხადეს. სემინარის თემას „თამბაქოს კონტროლის გაძლიერება საქართველოში“ წარმოადგენდა.

ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი მწეველია, ხოლო მოსახლეობის ერთი მესამედი თამბაქოს მომხმარებელია. დიდია თამბაქოს კვამლის ზეგავლენა მოსახლობაზე. კერძოდ, კი თამბაქოს კვამლის ზეგავლენის ქვეშ მოსახლეობის 71%-ია.

როგორც ირკვევა, მწვავე მდგომარეობაა თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვულ დავადებათა და სიკვდილიანობის კუთხითაც.

თამბაქოთი გამოწვეული დაავადბების ახალი შემთხვევები ყოველწლიურად -მინიმუმ 70 000, ხოლო თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილიანობა ყოველწლიურად 11000-ია.
ასევე, თამბაქოთი გარდაცვალების საშუალო ასაკი საქართველოში- 56 წელია.

აღსანიშნავია თამბაქოს აქტიური და პასიური მოხმარებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე გაწეული ხარჯებიც, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცის პროგრამიდან ყოველწლიურად 200 მილიონ ლარს შეადგენს.

"თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელის გიორგი ბახტურიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია თამბაქოს ზეავლენისაგან დაცული იყვნენ ბარ-რესტრნებში მომუშავე პირები. ასევე, მოხდეს თამბაქოს რეკლამისა და პოპულარიზაციის სრული აკრძალვა.

" საქართველოში 5 წლის წინ უნდა აკრძალულიყო თამბაქოს რეკლამისა და პოპულარიზაციის ყველა სახე. ახალ არჩეულ პარლამენტს მოვუწოდებთ, გაამკაცროს თამბაქოზე კონტროლი,"- განაცხადა გიორგი ბახტურძემ.

საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, თამბაქოს მოხმარებას სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს მოსახლეობის 90,6%, ხოლო თამბაქოს რეკლამა-პოპულარიზაციის აკრძალვას მოსახლეობის 91,8% უჭერს მხარს.

ცნობისათვის, საქართველოში თამბაქოს ყველაზე მეტი მომხმარებელი თბილისში, აჭარასა და იმერეთში ჰყავს.

თეონა ჯინჭველაშვილი


ნანახია: 2289-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„შენ მიზანში ხარ ამოღებული“,- ამ სახელწოდებით მოწყობილ აქციაში ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, პარლამენტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებების
'თამბაქოს კონტროლის ალიანსის' ინიციატივა პარლამენტს.
1-ლი სექტემბრიდან თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი იზრდება, რამაც სამომხმარებლო ბაზარზე თამბაქოს პროდუქცის
თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევისთვის 93 ფიზიკური და 10 იურიდიული პირი დაჯარიმდა
შეხვედრაზე თამბაქოს მავნებლობის შესახებ სემინარი წაიკითხეს

ამინდი