"ნაციონალი" დეპუტატი მერაბიშვილის და ახალაიას შემდეგ სოლიდარობას უკრაინას უცხადებს
თარიღი : 27-11-2013, 14:23 | კატეგორია: პოლიტიკა

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალების" დეპუტატი გია გოქაძე ქალაქის საკრებულოს სხდომაზე უკრაინის დროშით მივიდა. გოქაძის თქმით, მისი კოლეგების მსგავსად, ისიც უკრაინის ევროინტეგრაციას უჭერს მხარს. "რაც საქართველოს ევრონტეგრაციასაც შეუწყობს ხელს," - აცხადებს გოქაძე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, კიევში, რამდენიმე დღეა მიტინგები მიმდინარეობს. მოსახლეობა ორად არის გაყოფილი: ნაწილი რუსეთს ემხრობა და ნაწილი ევროკავშირს. უკრაინას მხარდაჭერა დღეს საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა გამოუცხადეს, რომლებიც სხდომაზე უკრაინის დროშებით მივიდნენ.