Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

განათლების მინისტრი:უმცირესობა უნდა იყოს უმაღლეს განათლებაში და უმრავლესობა პროფესიულ განათლებაში. ეს არის სწორი პროპორცია

თარიღი : 17-11-2016, 13:00 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, პროფესიული განათლების ხელშეწყობა მისი უწყების მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. როგორც ჯეჯელავამ შრომის ბაზრისა და პროფესიული განათლების თემაზე, ჟურნალისტებისათვის გამართულ ტრენინგზე გაანცხადა, განათლების სამინისტროს, პროფესიულ კოლეჯებსა და მათ შორის მედიას 50 წლიანი შავი პიარის წინააღმდეგ უწევთ ბრძოლა.

„შავ პიარს ახორციელებდნენ პედაგოგები და მშობლები. 50 წლის განმავლობაში ბავშვებს ეუბნებოდნენ, რომ თუ კარგად არ ისწავლიდნენ, მოხვდებოდნენ პროფესიულ სასწავლებლებში. პროფესიული სასწავლებელი სასჯელად აღიქმებოდა. დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ ყინული დაიძრა, რადგან პროფესიული განათლების სისტემაში ჩართული ადამიანების რაოდენობა მზარდია. 10 000-მდე ადამიანი გვყავს ჩართული პროფესიულ განათლებაში. უმცირესობა უნდა იყოს უმაღლეს განათლებაში და უმრავლესობა პროფესიულ განათლებაში. ეს არის სწორი პროპორცია. რაოდენობა არის ჩვენი მიზანი. დღეს თუ 10 000 შევიდა პროფესიულ სისტემაში, ხვალ უნდა იყოს 20 000, 40 000,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, უწყება აპირებს რეგიონებში დახურული პროფესიული სასწავლებლების აღდგენას.

„43 რაიონში მქონდა შეხვედრა განათლების თემაზე და ყველა რაიონში მეუბნებოდნენ, დაგვიბრუნეთ ჩვენი პროფესიული კოლეჯებიო,“ - აცხადებს მინისტრი.


ნანახია: 979-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სრულიად განახლებული და თანამედროვედ აღჭურვილი სასწავლებელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დაათვალიერა და
აგრარულ სექტორში შრომის ბაზრის კვლევის შედეგების გაცნობა.
მინისტრის თქმით, განათლების სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა რომ განათლების მიმართულებით ტექნოლოგების გამოყენებაზე სულ უფრო მეტ
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის მონაცემებით, პროფესიულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების განაწილება
განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სამინისტროს აპარტში დასაქმებულთა რეორგანიზაციას არ გამორიცხავს.
აგრარულ სექტორში შრომის ბაზრის კვალიფიციური სამუშაო ძალით უზრუნველყოფის თემაზე ქუთაისში, სასტუმრო 'ბაგრატი 1003'-ში არსამთავრობო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე ააიპების თანამშრომლებთან 'იძულებით ქველმოქმედებასთან' დაკავშირებით ხელშეკრულებების გაფორმება მიმდინაროებს.
ტყიბულის შახტში 16 ივლისს მეთანის აალებისას 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

ამინდი