"თავისუფალმა საქართველომ" ქუთაისის სასამართლოში მერიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
თარიღი : 27-11-2013, 12:20 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქალაქის მერიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. წულაიას თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში პარტიამ მერიიდან რამდენიმე საჯარო ინფორმაცია მოითხოვა, თუმცა მათ პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
„მერიაში დასაქმებულებს არაფერი ცვლით, ზარმაცები არიან და ხელფასებს არაფერში იღებენ. ამიტომ სასამართლოს გზით მოვითხოვთ საჯარო ინფორმაციაზე პასუხის გაცემას. ეს არის დანაშაული და ვინც ინფორმაციას ბლოკავს პასუხი უნდა აგოს“– განაცხადა გოგი წულაიამ.