Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლაში შშმ პირებს ეტლები გადაეცათ

თარიღი : 16-11-2016, 18:37 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე, მოადგილე სოფიო ბუსკივაძე საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თავმდომარე მაია კვეზერელ-კობაძესა და საორგანიზაციო მდივან ქეთევან გოგელიას შეხვდნენ.

საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“დაფუძნებულია 1992 წლის მაისში. ასოციაცია წარმოადგენს მოქალაქეთა არაპოლიტიკურ, არაკომერციულ, საქველმოქმედო, ნებაყოფილობით გაერთიანებას, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ადამიანის უფლებების დაცვა, სამშვიდობო პროცესების ხელის შეწყობა და ქველმოქმედება.

2010 წლიდან ასოციაცია ახორციელებს გრძელვადიან პროექტს ამერიკული დონორი ორგანიზაციის ელ-დი-ეს Charities დახმარებით, რომელიც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის ეტლების უფასოდ გადაცემას. პროექტმა 2016 წლის მეორე ნახევრიდან გაფართოებული მასშტაბი შეიძინა. ამავე დროს, უფრო მიზანმიმართულად და ბენეფიციართა მდგომარეობის გათვალისწინებით, გამოიკვეთა ეტლით სარგებლობის აუცილებელი წესები. ამასთან დაკავშირებით, ასოციაციამ განიზრახა სათანადო განმარტებებითა და კონსულტაციებით უზრუნველეყო ქ. თბილისისა და საქართველოს რეგიონების მუნიციპალიტეტებისა და გამგეობების სოციალური მუშაკები.

ტრენინგზე თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან მიწვეული იყო თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი სპეციალისტი მირანდა თორთლაძე, რომელსაც განემარტა ბენეფიციარებისთვის ეტლის გადასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მომზადების, ეტლის მორგების, ბენეფიციარისა და მომვლელის მიერ აუცილებელი წესების დაცვის საკითხები, რადგან ყოველი ეტლი ინდივიდუალურია და კონკრეტული ბენეფიციარისთვისაა განკუთვნილი.

როგორც ასოციაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის მიერ უმოკლეს ვადაში იმერეთის რეგიონიდან პირველმა წარადგინა დოკუმენტაციები ასოციაციაში, რის შედეგადაც 32 სტანდარტული ეტლი ჩამოვიდა და დაურიგდა შშმ პირებს. მათ შორის არიან ის ბენეფიციარებიც, რომლებიც თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ მოინახულა და ეტლით დახმარებას დაჰპირდა. ასევე ერთ, სოციალურ დაუცველ ოჯახს გადაეცა ჩვილი ბავშვის საკვები პროდუქტები. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე რამდენიმე ბენეფიციარის ოჯახს ეწვია და პირადად დარწმუნდა, რამდენად კომფორტულია აღნიშნული ეტლები.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა გამოჩენილი გულისხმიერებისათვის დიდი მადლობას უხდის საერთაშორისო ასოციაციას „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“.

NS


ნანახია: 1746-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ეტლები ამჯერად სოფელ ალისუბანში მცხოვრებ სპეციალური საჭიროების მქონე პირებს დაურიგდათ.
ამ ეტაპზე დაკმაყოფილდა 24 გადაადგილების უნარშეზღუდული ბენეფიციარი.
აქცია „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალურმა ცენტრმა“ საერთაშორისო ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და
ვანში მცხოვრებ სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქეებზე უსასყიდლოდ 58 ეტლი გაიცა.
მიმდინარე წლის 5 დეკემბერს ეტლი გადაეცა სალომინაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ 5 წლის ლიკა მეფარიშვილს.
აქციის ფარგლებში პაციენტებს უფასოდ მოემსახურნენ თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების მაღალკვალიფიციური ექიმები.

ამინდი