Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

17 ნოემბერს ვანში, გალაკტიონ ტაბიძის 125 წლის იუბილეს აღნიშნავენ

თარიღი : 16-11-2016, 17:56 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი   
topnews.com.ge
17 ნოემბერს, ვანში, გალაკტიონ ტაბიძის 125 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. როგორც Topnews.com.ge-ს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, 12:00 საათზე დაგეგმილია გალაკტიონ ტაბიძის ძეგლის გვირგვინით შემკობა და პერფორმანსი გალაკტიონის ქოხში, ხოლო 14–00 საათზე ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში რომა რცხილაძის და მისი ბენდის მონაწილეობით კონცერტი გაიმათება.

გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა ვანთან ახლოს სოფელ ჭყვიშში. პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე, შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910–1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1917–1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 წელს გამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" ავტორს "გენიალური გალაკტიონისა" და "პოეტების მეფის" სახელი მოუტანეს. 1919 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1922-1923 წლებში გამოსცემდა "გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს". 1924 წელს იგი იყო ჟურნალ "მნათობის" ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1935 წელს პარიზში მონაწილეობდა ანტიფაშისტურ კონგრესში.

უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც, რომელმაც პოეზიას ახალი სიცოცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქნილობა შესძინა.

გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


ნანახია: 2152-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გალაკტიონ ტაბიძე ვანის რაიონის სოფელ ჭყვიში დაიბადა.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში გალაკტიონობა აღინიშნება.
ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია სოფელ ჭყვიშში სტუმრების მიღება, გალაკტიონის ძეგლის გვირგვინით შემკობა და ადგილობრივი
გალაკტიონ ტაბიძის 122 წლისადმი მიძღვნილი იუბილე წინა წლების მსგავსად, მასშტაბურად აღინიშნება.

ამინდი