Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ფინანსდებიან თუ არა ქუთაისის ბიუჯეტიდან 'ტორპედო'-ს კონკურენტი კლუბები?

თარიღი : 16-11-2016, 14:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი ამირან ძოწენიძე ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან საფეხბურთო კლუბ "ტორპედო"-ს კონკურეტი კლუბების დაფინანებას აპროტესტებს. საუბარია ფეხბურთის განვითარების ფონდში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მათ შორის ქუთაისის ბიუჯეტიდან თანხების ჩარიცხვაზე. ჩარიცხული თანხა კი სხვადასხვა საფეხბურთო გუნდის დასაფინანსებლად გამოიყენება.

ამირან ძოწენიძის თქმით, ქუთაისის მოსახლეობის მიერ გადახდილი თანხებით შესაძლოა "ტორპედო"-ს კონკურენტი კლუბები ფინანსდებოდეს.

„საუბარი არ არის გულშემატკივრობაზე, საუბარია თანხებზე, რომელიც ქუთაისის საკმაოდ მწირი ბიუჯეტიდან მიდის პროფესიონალური კლუბების დაფინანსებაზე. მეორე პრობლემა კიდევ უფრო სერიოზულია. ჩვენ ვრიცხავთ ჩვენს ფულს ფონდში, საიდანაც გუნდს უკან უბრუნდება თანხები შედეგების მიხედვით. ქუთაისის "ტორპედო"-ს გულშემატკივრებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ფული შეიძლება დიდი ალბათობით კონკურენტმა კლუბმა წაიღოს. ეს არის ჩემი აზრით კიდევ ერთი პრობლემა. ამ ფულს ვაძლევთ ირიბად, იქმნება ფონდი და ამ ფონდის ფულისთვის თამაშობენ ფეხბურთს. ჩვენი ფინანსები არ უნდა ირიცხებოდეს "ტორპედო"-ს კონკურენტი კლუბების ანგარიშზე.“- განაცხადა ძოწენიძემ.

ძოწენიძის მოსაზრებას პასუხი ქალაქის მერმა გასცა. შოთა მურღულიას თქმით, ფონდის არსებობა კლუბებისა და კერძო ინვესტორების წახალისებას უწყობს ხელს.

„მუნიციპალიტეტებიდან შესული თანხები უნდა ჩაირიცხოს ფონდში. ამ პროგრამის მიზანი არის ის, რომ წაახალისოს კერძო ინვესტორების არსებობა გუნდებში, რაც ძალიან კარგია, თუმცა რთულია. ეს არის ერთგვარი წახალისება. თუ კი კლუბი იპოვის კერძო ინვესტორს, მას ნახევარ მილიონამდე უორმაგდება შემოსავალი. პრინციპი არის ის, რომ შენ თუ მოძებნი კერძო ინვესტორს ან სპონსორს, ის რა თანხასაც ჩადებს კლუბში, იმდენივე თანხას გაძლევს ფონდი არაუმეტეს 500 000-ისა. 16-ის ნაცვლად დარჩება 10 გუნდი და გადადის ახალ სისტემაზე შედეგის მიხედვით დაფინანსება. იანვრიდან 10 კლუბიანი ჩემპიონატი იქნება და კლუბებსაც მოტივაცია გაეზრდებათ,“-განაცხადა ქალაქის მერმა.

ცნობისთვის, 2017 წლის ბიუჯეტში "ტორპედო"-ს დაფინანსება 407 000 ლარით გაიზარდა.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 1856-ჯერ

მსგავსი სიახლეები
განცხადება ამის შესახებ ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.
განცხადებაში, რომელიც საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრებმა საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს გამოუგზავნა, ნათქვამია, რომ
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ ტორპედოს ქალაქის მერია დააფინანსებს.
ქალაქის მერიაში იმედოვნებენ, რომ აუქციონის შედეგად კლუბი კერძო საკუთრებაში აღმოჩნდება.
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ქუთაისს საფეხბურთო გუნდი მხოლოდ სახელად ჰყავს, ხოლო ქალაქის მერიიდან გუნდის დაფინანსების მიზნით გაღებული თანხები გაურკვეველი

ამინდი