ქუთაისის მერიამ აუქციონის წესით 27 ობიექტი გაასხვისა
თარიღი : 26-11-2013, 15:08 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერიამ ღია აუქციონის წესით ქალაქის მასშტაბით თავისუფალი მიწის ნაკვეთები გაასხვისა.
აუქციონში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის შოთა მურღულიას თქმით, დღევანდელ აუქციონზე 27 ობიექტი გასხვისდა და ჯამური თანხა დაახლოებით, 160 000 ლარს შეადგენს.
"იყო საკმაოდ ღია და გამჭვირვალე აუქციონი. ზოგ ობიექტში იყო დიდი კონკურენცია, რის გამოც კონკრეტული მიწის ნაკვეთები ხუთმაგ ფასად გაიყიდა. მომავალშიც გაგრძელდება ასეთი ღია და გამჭვირვალე აუქციონები. ტერიტორიის გასხვისებიდან 30 დღეში მესაკუთრემ თანხა უნდა შემოიტანოს. შემოსული თანხა ამ წლის ბიუჯეტზე აისახება,რადგან წლევანდელ ბიუჯეტში გარღვევაა. ", - განაცხადა შოთა მურღულიამ.