'მე რომ ოპოზიციაში ვიყავი, მურღულია ნაცების ნავში იჯდა'

ქუთაისში, ქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატები 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის კორექტირების საკითხს განიხილავენ. სხდომაზე საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა ნატო ქათამაძემ აღნიშნა, რომ ქალაქის ხელისუფლებამ სოციალურ პროგრამებს თანხები მოაკლო და სპორტის სფეროს დაფინანსებას მოახმარა.
„არჩევნების შემდეგ ქუთაისის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება და სოციალურად დაუცველებს თანხა წაართვა. რას ეუბნებით იმ ადამიანებს, რომლებიც წამალს ვერ ყიდულობენ?,“ - განაცხადა ქათამაძემ.
ქათამაძის ამ რეპლიკას ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ უპასუხა. მისი თქმით, სოციალურად დაუცველებისა და საჭიროების მქონე პირებისათვის დახმარებების გაცემა გაგრძელდება.
„საზოგადოების სახელით მანიპულირებთ, თუმცა საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად იმ ხმების 10%-იც ვერ მიიღეთ, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სახელით მიიღეთ,“ - განაცხადა მურღულიამ.
„მე რომ ოპოზიციაში ვიყავი, მურღულია ნაცების ნავში იჯდა,“ - ასე გამოეხმაურა ნატო ქათამაძე შოთა მურღულიას განცხადებას.