ქუთაისში, ხიდების განათებაზე 205 000 ლარი დაიხარჯება
თარიღი : 15-11-2016, 16:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ხიდების გასანათებლად სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც Topnews.com.ge-თან საუბრისას ქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა განაცხადა, ქუთაისში მდებარე რამდენიმე ხიდის განათებაში დაახლოებით 205 000 ლარი დაიხარჯება.
„ხიდების განათება მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. განათდება როგორც წითელი ხიდი, ასევე, თეთრი ხიდი, ჯაჭვის ხიდი, რუსთაველის ხიდი და თეთრი ქვები,“- განაცხადა კლდიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თეთრი და რუსთაველის ხიდები რამდენიმე დღის წინ სატესტო რეჟიმში უკვე გაანათეს.
ხატია ბანძელაძე