Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში, მდინარე რიკოთულაზე, ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თარიღი : 15-11-2016, 15:43 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კილომეტრზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სახიდე გადასავლელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გივი ჩოჩიამ მოინახულა.

მდინარე რიკოთულაზე მდებარე აღნიშნული ხიდი დაზიანებული იყო და მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით აუცილებელი იყო მისი რეაბილიტაცია.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხიდის სავალ ნაწილს, მოაჯირებს, ტროტუარებს და ხიდთან მისასვლელ გზებს. შეკეთდება ზედა საყრდენი კედელი, გზა საგზაო ნიშნებით აღიჭურვება და ჩატარდება ხიდის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 527 089 ლარია. სამუშაოები 2016 წლის ივლისში დაიწყო და 2016 წლის დეკემბერში დასრულდება.


ნანახია: 1359-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხიდის აღდგენამდე კი, ავტოტრანსპორტის ნაკადები გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე.
იმერეთის რეგიონში 2017 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 11 სახიდე გადასასვლელს, დღეის მონაცემებით უკვე დასრულებულია 8 ხიდის
აღნიშნული მონაკვეთით მივდივართ, ისტორიული ცუცხვათის ციხის ნანგრევებთან და კასტრული მღვიმისკენ მიმავალი მთის ბილიკის დასაწყისთან,
პროექტის განხორციელება გასული წლის ბოლოს დაიწყო და 2015 წლის ზაფხულში დასრულდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-სამტრედიის

ამინდი