Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ისრაელის ქალაქში წყალტუბოს ქუჩა გაიხსნება

თარიღი : 14-11-2016, 19:29 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ისრაელის ქალაქ კირიათ-იამში წყალტუბოს ქუჩა გაიხსნება. აღნიშნულ შეთანხმებას წყალტუბოსა და კირიათ იამის პირველმა პირებმა მიაღწიეს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისა და კურორტის პოპულარიზაციის მიმართულებით საერთაშორისო ურთიერთობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

"სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ამ მხრივ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო საქმიანი ურთიერთობა წყალტუბოსა და კირიათ იამის(ისრაელი) პირველ პირებს შორის. წერილობით მიმოწერას მოჰყვა დელეგაციათა გაცვლითი ვიზიტები, 2016 წელს კი ხელი მოეწერა წყალტუბოსა და კირიათ-იამის დამეგობრების ხელშეკრულებას, ხოლო ამ დღეებში მომავალი ურთიერთობების ორივე მხარისათვის მისაღები და სასარგებლო გეგმის შემუშავების მიზნით წყალტუბოს კვლავ ეწვია ისრაელის დელეგაცია.

ვიზიტი ამჯერად ,,შემოდგომის წყალტუბო’’-ს დღესასწაულს დაემთხვა, სტუმრებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ჩვენს ტრადიციებს, კულტურას, დასწრებოდნენ საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვების ცერემონიალს, საზეიმო კონცერტს. დაეთვალიერებიათ აბაზანები, სასტუმროები, ქალაქის ღირშესანიშნაობები, მღვიმეები.

ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრა მოეწყო გამგეობაში, რომელზეც განიხილეს წყალტუბოში ტურიზმის განვითარების საკითხები, მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა განაცხადა, რომ მაქსიმალურდ უზრუნველყოფს ისრაელიდან ჩამოსული სტუმრებისთვის შესაბამისი კომფორტის შექმნას, კირიათ-იამის დელეგაციის წარმომადგენლებმა გააჟღერეს კირიათ იამის მერის სურვილი მათ ქალაქში წყალტუბოს ქუჩის გახსნის შესახებ. აღნიშნეს, რომ წყალტუბო მიმზიდველია ტურისტებისთვის, რომ ერთობრივად ბევრი პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს კირიათ-იამში არსებულ ტურისტულ სააგენტოებთან თანამშრომლობის, საინფორმაციო ტურის გამართვის და წყალტუბოს პოპულარიზაციის ცალკეულ ასპექტებზე. ერთმანეთს გადასცეს საჩუქრები და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები," - ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 936-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მხარეებმა ორ ქალაქს შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობასა და იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც უახლოეს პერიოდში უნდა
წყალტუბოს პოპულარიზაციისა და ტურიზმის განვითარების მხრივ არსებული პოტენციალის რეალიზების მიზნით, მუნიციპალიტეტის გამგებელი
ტურის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლები წყალტუბოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ახალაძემ დევნილი მოსახლეობის,
გამგეობის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის ორენოვანი რუკა შეიქმნა, რომელიც ინგლისურ და რუსულ ენოვან ტურისტებს კურორტის ტერიტორიაზე
ამ ეტაპზე სასათბურე მეურნეობაში დასაქმებულია 100-მდე ადგილობრივი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე ააიპების თანამშრომლებთან 'იძულებით ქველმოქმედებასთან' დაკავშირებით ხელშეკრულებების გაფორმება მიმდინაროებს.
ტყიბულის შახტში 16 ივლისს მეთანის აალებისას 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

ამინდი