ქუთაისში რამდენიმე ქუჩის მოსახლეობას შუქის მიწოდება შეუწყდება
თარიღი : 26-11-2013, 11:32 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, „ენერგო -პრო ჯორჯიას“ დაახლოებით 700 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. შეზღუდვა 26 მაისის, თბილისის, დიმიტრი თავდადებულის, ტყიბულის, კოსტავას, განათლების, ნიჟარაძის და მიმდებარე ქუჩების აბონენტებს შეეხებათ.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს ფილიალში განმარტავენ, რომ დღეს დილით ქუთაისში, საფიჩხიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სამშენებლო კომპანია შპს „მშენსერვისის“ მიერ წარმოებული მიწისქვეშა სამუშაოებისას დაზიანდა და ავარიულად გამოირთო ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი ფიდერის „ცგპ-3“ მაღალი ძაბვის კაბელი. აღნიშნული შპს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქუთაისის მომსახურების ცენტრის ტექნიკური პერსონალი მობილიზებულია, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოხდეს დაზიანების აღმოფხვრა და მომხმარებლისთვის ძაბვის მიწოდების აღდგენა. ფიდერის ჩართვა, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში მოხერხდება,“ - აცხადებენ კომპანიის პრესსამსახურში.